სულამანიძე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, ლიპარტელიანი ნაადრევად გამოეთიშა

AutoSharing Option
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-6 საჭიდაო დღეს ილია სულამანიძე ფინალურ ბლოკში გავიდა და მესამე ადგილისთვის იჭიდავებს, სადაც აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ვარლამ ლიპარტელიანი კი ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ილიამ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ მიყოლებით მონღოლი ბათხუიაგ გონშიგსურენი და ხორვატი ზლატკო კუმრიჩი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუს არმან ადამიანთან წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კანადელ კაილ რეიესს მოუგო.

რაც შეეხება ვარლამს, ილიას მსგავსად პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ რუმინელი ეშლი გონსალესის ბარიერი გადალახა, საბოლოოდ კი ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და კატარი 2023-ს
დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძიუდოს ნაკრებს მოპოვებული 2 ოქრო (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლი (ლაშა ბექაური) და 1 ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ალბათ მოგებით გამოწვეულ ორდღიან ეიფორიაში იყო ჩვენი სამწვრთნელო შტაბი და სათანადოდ ვერ განეწყვნენ დღეს.
ადამიანთან თუ წააგებდა სულამანიძე არ მეგონა, მითუფრო რუსები სატურნირო პრაქტიკას მოკლებულები არიან ორი წელი რამის. ლიპოს მადლობა ყველა მედლისთვის და ალბა დროა მომავალ თაობას დაუთმოს ასპარეზი. წარმატება თ
rable
12 მაისი 2023 18:26
0
ვინმემ გააგებიეთ ლიპარტელიანს რომ დროა პენსიაზე გავიდეს...
მახა
12 მაისი 2023 18:10
1
სამწუხაროდ,ნევაზას გარდა სხვას უკვე ვეღარაფერს სთავაზობს მეტოქეებს ლიპო.. დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან გვიყვარს, მაგრამ მისი საუკეთესო წლები ჩავლილია, ისიც 90ში. დიდ ტურნირებზე ახალბედებს არ უნდა შეუშალოს ხელი. თუნდაც ზაალიშვილი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გამოსვლას.
ალექს
12 მაისი 2023 17:47
0
გადავუხადოთ ლიპოს (დიდი) მადლობა და დროა წავიდეს უკვე.
ზაალიშვილი უფრო იმსახურებდა წაყვანას. (ანუ, +100 უნდა გაეორებინათ!)
სვანუ ჯიგრობის გარდა სხვა მიზეზს ვერ ვხედავმ ლიპ[ოს წაყვანაში.
პს
ბიჭებთან ყოფნა თუ უნდა, წავიდეს წაყვეს ხოლმე. განა ვინ დაუშლის
₾ადო
12 მაისი 2023 17:27
0
ვარლამი ლეგენდაა, მაგრამ ასაკს თავისი წესები აქვს!!!
ზაზა
12 მაისი 2023 17:50
0
გამოჩნდა კიდევ ერთხელ. მადლობა იმისთვის, რაც გააკეთე, მაგრამ წასვლაც უნდა იცოდე რა! ზაალიშვილი უნდა წაეყვანათ
რეზო
12 მაისი 2023 17:42
0
ერთი გამაგებინა ეს ლიპარტელიანი ტურისტად დაყავთ თუ რისთვის უნდათ, თუ წავიდა რაღაზე დაბრუნდა, არაფრის მომგები ეგ აღარაა და გასართობად დაყვება ნაკრებს???
Max
12 მაისი 2023 21:40
1
გელა წაეყვანათ ნეტა მძიმეში მაგარი მიჭია..
აქაური
12 მაისი 2023 18:55
0
გელა შენი საღადსვო სახელია შე მდაბიო იურა?
ლადო
12 მაისი 2023 21:15
5
წადი რა ლიპო წვალობ უკვე.
ტტტ
12 მაისი 2023 17:07
0
ვულოცავთ IJF-ს რუსულ რუბლებს. ილიამ გული არ დაიწყვიტოს, ოქროც იქნება მომავალში.
Nick
12 მაისი 2023 17:26
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული