სულამანიძე პირველი წრიდან თავისუფალი იყო, შემდეგ გონჩიგსურენ ბატხუიაგი (მონღოლეთი) და ზლატკო კუმრიჩი (ხორვატია) დაამარცხა, მეოთხედფინალი არმან ადამიანთან (რუსეთი) დათმო, რეპეშაჟში კი კაიელ რეიესს (კანადა) სძლია.
ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა ვარლამ ლიპარტელიანი.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს (ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე), ერთი ვერცხლის (ლაშა ბექაური) და ერთი ბრინჯაოს (გიორგი სარდალიშვილი) მედალი აქვს მოპოვებული.