მე-11 გამარჯვება მსოფლიოზე! ტედი რინერი ისტორიის წერას განაგრძობს

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრანგმა ტედი რინერმა გაიმარჯვა და კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურიდან მსოფლიოს მეთერთმეტედ გადახედა.

ტედიმ მიჯრით რუმინელი ვლადუტ სიმიენესკუ, პოლონელი კასპერ ჟულოვსკი, მონღოლი ცეცეცენგელ ოდხუ, იაპონელი ტაცურო საიტო, ტაჯიკი ტემურ რახიმოვი და რუსი ინალ ტასოევი დაამარცხა.

შეგახსენებთ, დღეს ქართველთა მხრიდან ტატამზე გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) წარსდგნენ, თუმცა ნაადრევად გამოეთიშნენ.

რაც შეეხება გუნდურ ჩათვლას, საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 25 /
ხოხო რა რუსეთუმეების პარადია აქ ვერ მპონელეს ტასოევის წაგება.DDD
ეეე
01:29 14-05-2023
17
ვითომ ჩემპიონი. ძალათ გახადეს. ხან შიდოებით, ხან მეტოქის გდების გაუქმებით..
გიორგი
21:45 13-05-2023
35

სიახლეები პოპულარული