შესანიშნავია! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში უზბეკეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

მოიგეს - ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა.

წააგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, გაიარა მონღოლეთისა (4:2) და ბრაზილიის (4:3) ბარიერი, იაპონიასთან კი დამარცხდა (1:4).

ჩვენი მეტოქე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებს შორის დამარცხებული იქნება.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგოებმა ძალიან მაგრად იბრძოლეს! ყოჩაღ სამივეს!!! გუნდურის ორთაბრძოლებშიც დამტკიცდა, რომ ლაშა სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა ამ სეზონის უმთავრეს ტურნირს, ლუკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ღირსეულად გახდა ჩემპიონი!!! აი თუში კიდევ… როგორი გულდასაწყვეტია ერთეუპებში უაზრო შეცდომის გამო უმედლოდ რომ დარჩა:((( არადა რა მაგარ სპორტულ ფორმაში ყოფილა, ძველი თუში გამახსენდა, ესეც რა მაგარი ტალანტია და ცოტთი კიდევ მეტი შრომა რომ დაამატოს აუცილებლად მოიგებს ოლიმპიადას! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
პაატა
14 მაისი 2023 18:29
1
შავდათუაშვილმა ეს მსოფლიო, პირწმინდად ჩააგდო, ყოჩაღ ასკილაშვილს, არავის- თვისაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. ვფიქრობ ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი თავის სიტყვას იტყვის და ეს გოგოების ბრალი იქნება.
ჟორა
14 მაისი 2023 17:01
1
ეთერ ასკილაშვილი გორიდან არის.
aburjga - ს
14 მაისი 2023 22:27
0
ძაან გოგოა ასკილაშვილი! ნეტავ სადაურია?!
aburjga
14 მაისი 2023 18:37
0
Gogoebs sagol raaa!!!!warmateba nakrebs!!!!
L.J .
14 მაისი 2023 16:50
0
ამ შავის რას სჭირს რა, გოგოებს ყოჩაღ ღირსეულად ბრძვიან, რაც წააგეს იქაც ბოლომდე იბრძოლეს.
ეეე
14 მაისი 2023 16:45
1

სიახლეები პოპულარული