შესანიშნავია! საქართველოს ნაკრები გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში უზბეკეთის ნაკრები 4:2 დაამარცხა და ფინალურ ბლოკში მესამე ადგილისთვის იჭიდავებს.

მოიგეს - ეთერ ლიპარტელიანმა, ლუკა მაისურაძემ, სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა.

წააგეს - ლაშა შავდათუაშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალამდე მივიდა, გაიარა მონღოლეთისა (4:2) და ბრაზილიის (4:3) ბარიერი, იაპონიასთან კი დამარცხდა (1:4).

ჩვენი მეტოქე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებს შორის დამარცხებული იქნება.

ფოტო: ჯუდოს დღიურები/ Judo Diaries

მკითხველის კომენტარები / 6 /
გოგოებმა ძალიან მაგრად იბრძოლეს! ყოჩაღ სამივეს!!! გუნდურის ორთაბრძოლებშიც დამტკიცდა, რომ ლაშა სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა ამ სეზონის უმთავრეს ტურნირს, ლუკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ღირსეულად გახდა ჩემპიონი!!! აი თუში კიდევ… როგორი გულდასაწყვეტია ერთეუპებში უაზრო შეცდომის გამო უმედლოდ რომ დარჩა:((( არადა რა მაგარ სპორტულ ფორმაში ყოფილა, ძველი თუში გამახსენდა, ესეც რა მაგარი ტალანტია და ცოტთი კიდევ მეტი შრომა რომ დაამატოს აუცილებლად მოიგებს ოლიმპიადას! წარმატებები ჩვენს ნაკრებს!!!
პაატა
18:29 14-05-2023
1
შავდათუაშვილმა ეს მსოფლიო, პირწმინდად ჩააგდო, ყოჩაღ ასკილაშვილს, არავის- თვისაა ხელწამოსაკრავი მეტოქე. ვფიქრობ ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდი თავის სიტყვას იტყვის და ეს გოგოების ბრალი იქნება.
ჟორა
17:01 14-05-2023
1

სიახლეები პოპულარული