იაპონიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
კატარში მიმდინარე გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფინალში იაპონიის ნაკრებმა საფრანგეთი 4:3 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

"გოძილებმა" პირველი წრე გამოტოვეს, შემდეგ სამხრეთ კორეის 4:2, საქართველოსა (4:1) და ნიდერლანდების (4:2) ბარიერი გადალახეს.

შეგახსენებთ, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა გერმანელები 4:2 დაამარცხა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რის შემდეგაც ოლიმპიადაზე გასასვლელი ლიცენზიაც დაისაკუთრა. მეორე ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ნიდერლანდების ნაკრები გახდა, რომელმაც მაროკოს ბარიერი მარტივად გაიარეს და 4:0 დაამარცხეს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთადერთი სპორტია, სადაც კაცებსაც და ქალებს შორის ერთობლივად ტარდება გუნდური ჩემპიონატი სრული აბსურდია ეგ და ქართველთა კონკურენციის დასაძლევადაა განგებ მოგონილი
ქომაგი
15 მაისი 2023 07:03
0
პინოს რატომ არ ჩაუთვალეს ილეთი, ვინმეს შეუძლია ახსნას ?
ლაშა 19
14 მაისი 2023 22:06
1
ეგ ქონდა გათვლილი საქართველოს ნაკრებს, ოლიმპიადის ლიცენზია და მიაღწია კიდევაც....
1408
14 მაისი 2023 21:42
0
ოლიმპიადაში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება, ასე თქვა პიერ დე კუბერტენმა. ჰოდა, მაშინ ოლიმპიადაზე ცუდი გამოსვლისათვის არავის პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს, რადგან მთავარი ყოფილა მონაწილეობა?!!
1408 - ს
15 მაისი 2023 11:46
1

სიახლეები პოპულარული