"გვაქვს შეთავაზება, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს" - გიორგი ათაბეგაშვილი

AutoSharing Option
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმრობისას გიორგი ათაბეგაშვილმა (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა) განაცხადა, რომ არის შანსი მომავალ წელს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს.

გიორგი ათაბეგაშვილი:


"მადლობა იმ სიხარულისთვის, ემოციისთვის, რაც გვაჩუქეთ, თუნდაც ის ემოცია, რაც აეროპორტში დაგვხვდა ამად ღირდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. რაც შეეხება ამ მსოფლიოს ჩემპიონატს, რაც მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ტიტანური შრომა, რომელიც ძიუდოისტებმა, მწვრთნელებმა, ექიმებმა, თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც ჩართულია ამ პროცესში დაფასდა და მივაღწიეთ 6 სარეკორდო შედეგს, ეს ყველაფერი სასიხარულოა. ვიტყვი
იმას, რომ ისტორიაში პირველად გავედით პირად გუნდურ დაპირისპირებაში პირველ ადგილზე, - 90 კილოგრამში შედგა ქართული ფინალი, ორი ოქროს მედალი, ზედიზედ მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატზე მოგებული ოქრო...


ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციისგან გვაქვს შეთავაზება, რომ ოლიმპიურ თამაშებამდე პირველად, საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და იმედია გამოინახება ის რესურსი და მხარდაჭერა, რაც გულისხმობს დახმარებას სახელმწიფოსა და კერძო სექტორისგან, რათა ერთად გავხდეთ ამ ყველაფრის მომსწრენი".

ლაშა გუჯეჯიანი:

"ყოველთვის და ყველგან მივდივართ, რომ უკეთესი და უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ, პირადად ჩემთვის ეს ფაქტი, რომელიც დადგა საოცნებო იყო, ავიღეთ 2 ოქროს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომავალში, როდესაც სხვა ტურნირებისთვის დავიწყებთ მზადებას, უკვე სხვა ოცნებები იქნება, ის ოცნება, რომელიც მე გამაჩნდა უკვე ასრულდა. რა თქმა უნდა, გუნდი საბრძოლველად იყო განწყობილი, მივდიოდით, რათა მაქსიმალური შედეგები გვეჩვენებინა და ვფიქრობ, ეს გუნდმა შეძლო, დღეს ჩვენ გამარჯვებულები ვართ".



მკითხველის კომენტარები / 6 /
შეთავაზება აუცილებლად უნდა მივიღოთ! ხელისუფლებამ ამაზე უარი არ უნდა თქვას! თუ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, დაწერეთ, გახსენით ანგარიში და ხალხი იზამს!
ბაზი
13:54 17-05-2023
2
დიდი მადლობა, ბიჭებს და ყველას, ვინც ამ დიდ საქმეში მიიღო მონაწილეობა.
ყოჩაღ, სწორი მიდგომით მიირწევა წარმატება, მიბაძონ სხვებმაც.
დიდება საქართველოს!
ლევანი
15:04 17-05-2023
0

სიახლეები პოპულარული