ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
16-18 ივნისს, ასტანის გრანდ სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ყაზახეთის დედაქალაქში - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაბრუნდა ბექა ღვინიაშვილი. 27 წლის ძიუდოისტს - 90 კილოგრამში დიდი კონკურენცია აქვს, ჰყავს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებული ლუკა მაისურაძე, რის გამოც "ტაისონას" აღარ ეძლეოდა შანსი, რომ თავი გამოეჩინა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

- 66 კგ - გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე

- 73 კგ - კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი

- 81 კგ
- ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

- 100 კგ - ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალთა ნაკრები ყაზახეთში არ მიემგზავრება.


მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია, ყოჩაღ ბექა ველოდები მის დაბრუნებას გულახდილად მომენატრა მისი ჭიდაობა არ უნდა დაიკარგოს სადღაც გული მიგრძნობდა რომ ავიდოდა 100კილოში, 90 ში უკვე კონკურენციას ვეღარ გაუწევს ბიჭევს რადგან ამ ორმა ბიჭმა ისეთ შედეგებს მიაღწიეს რომ ფიზიკურად უკვე გამორიცხულია ვინმეს დატოვება მაგ წონაში, ასე რომ მიდი ბექა ველოდები შენს გამოსვლას მთელი სულით და გულით ყველაფერი წინ არის მშიერი ბექა ბევრს ათრევს ტატამზე მომავალში❤️❤️❤️
Fani
17:16 03-06-2023
0
ბექას არავისთან არაფერი გაუჭირდებოდა მეტი შრომა დისციპლინა რომ დააძალოს თავის თავს ..პ.ს მაგის წამქცევი არავინ არ იყო.
რიო
15:16 03-06-2023
1

სიახლეები პოპულარული