ყაზახეთის გრანდ სლემი - საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა

AutoSharing Option
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე გრანდ სლემის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა, საიდანაც 2-მა, გურამ თუშიშვილმა და საბა ინანეშვილმა (+100 კგ ორივე) ფინალურ ბლოკამდე მიაღწიეს. თუმცა ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ორივე მათგანი დამარცხდა. გურამ თუშიშვილმა რუს ვალერი ედნოვიცკისთან დამატებით დროში წააგო, ინანეიშვილი კი ყაზახი გალიმზან კრიკბაისთან დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ - 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილმა მოიპოვა, 25 წლის ძიუდოისტმა ფინალში ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგამპოუ დაამარცხა.

ინანეიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი მიყოლებით დაამარცხა მაგომედომარ მაგომედომაროვი (გაერთინებული საამიროები) და კასპერ სზუროვსკი (პოლონეთი), ნახევარფინალში კი ტაჯიკ ტამირ რახიმოვთან იპონით დამარცხდა.
გურამ
თუშიშვილიც ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევთან სუფთა გდებით დამარცხდა, საუკეთესო ოთხეულში გასვლამდე კი გურამმა გზად ტაჯიკი შაკარმამედ მირმამადოვი და ყაზახი გალიმზან კრიკბაი დაამარცხა.
რაც შეეხება სხვა წონით კატეგორიებს, როგორც იცით, ბექა ღვინიაშვილი - 100 კილოგრამში დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, თუმცა წარმატებით ვერა, რადგან პირველივე წრეში რუს ნიაზ ბილალოვთან გაფრთხილებებით წააგო.

ამავე წონით კატეგორიაში გიორგი ბერიაშვილმა სამხრეთ კორეელი იუნგ კიმის დამარცხების შემდეგ იტალიელ ჯენარო პირელასთან შიდოებით დამარცხდა.

რაც შეეხება -90 კილოგრამს, ვლადიმერ ახალკაცმა პირველსავე წრეში ბელგიელ სამი ჩოუჩისთან წააგო, ხოლო ბაქარ ერაშვილმა მეორე წრეში (პირველ რაუნდში ყაზახი აიან ბაიგაზის მოუგო) - ბრაზილიელ რაფაელ მასედოსთან.

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთის გრანდ-სლემზე ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა



მკითხველის კომენტარები / 17 /
სტანაში არ გაუმართლა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს,სამაგიეროდ ტრისტან მოსახლიშვილი გახდა ჩემპიონი ესპანეთის სახელით. მისგან ინტერვიუ აიღეს ,ცხადია ესპანურად პასუხობდა,მაგრამ პირველივე პასუხის ბოლოს ესპანურიდან ქართულზე გადავიდა და ,,საქართველო,მიყვარხარ გულში" ქართულად თქვა.
იქნებ გაგეშუქებინათ,ა ბატონო ლინკი და სადღაც 25-წამიდან

https://www.youtube.com/watch?v=u2itbiU8STo
ადამიანი
20 ივნისი 2023 11:49
1
იაპონიის შემდეგ ძლიერი ძიუდოისტები რუსები არიან. იგილნიკოვი, ადამიანი, ბაშაევი, ტასოევი... ქართველებს ჯობს საფრანგეთი, ბრაზილია, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა, მონღოლეთი...
Samvel Avoyan
20 ივნისი 2023 10:57
2
სამველჯან,აიმართ,ამოთა
ადამიანი
20 ივნისი 2023 11:50
0
თუშიშვილი, ლიპარტელიანი, ღვინიაშვილი -
რეზო
19 ივნისი 2023 01:49
1
აკი გუჯეჯიანმა, ყველა რუსს ლავაშივით გავაკრავთო. გაგვაკრეს ბლინებივით?!
xuta
18 ივნისი 2023 19:30
8
თუ გუჯეჯიანმა ეგრე თქვა, რა თქვა უნდა ბრიყვულად დაუტრაბახია,მაგრამ ერთი რამ ვერ გამიგია,რატომ გიხარია საქართველოს შვილს რუსების მიერ ჩვენი დამარცხება?
motivatori
18 ივნისი 2023 23:20
0
რატომ არ ანახეთ ეს ტურნირი ტელევიზიით,რადგან წარუმატებელი გამოდგა?ათასგვარი სისულელეების ჩვენებით ხომ ხალხს თავი მოაბეზრეთ?...
ლალი
18 ივნისი 2023 19:03
3
სილქ უნივერსალზე გადიოდა!
სოსო
19 ივნისი 2023 01:33
0
გვანახეს. სილკ უნივერსალზე. ჯობდა არ ეჩვენებინათ.
alexandre
18 ივნისი 2023 22:07
0
ყველა გამოხმაურება
წარუმატლებლობა ხანდახან საჭიროა ეიფორიაში არ ჩავარდნენ. ახლა ევროპის გუნდურითვის მოემზადონ როგორც საჭიროა. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გაყავთ(ალბათ ოპტიმალური რაც შეიძლებოდა) და სხვა ნაკრებებიც არც ისე ძლიერად გამოიყრებიან ერთი შეხედვით. ასე რომ კვარცხლბეკზე ველოდები
Nick
18 ივნისი 2023 18:37
0
ლუზერების ქვეყანა ვხდებით ნელ-ნელა
მიშა
18 ივნისი 2023 17:57
17
გაეშვათ გურეშიძე დაკრავდა იმ რუს ერთ ადგილას. მიეცით სანსი ახალგაზრდებს.
არა რუსეთს
18 ივნისი 2023 16:55
5
ქებამ გაწყინააათ? გუნდი მსოფლიოში როცა ბრინჯაოს იღებს, უფრო მეტად ღირსეული გამოსვლა მართებს... დასკვნები ფედერაციავ...
გიორგი 50
18 ივნისი 2023 16:48
3
აუ სირცხვილია რა უკვე თუში, ეს რუსი რასაც გიშვრება.
ტტტ
18 ივნისი 2023 15:06
5
თუშიშვილი თავის ილეთზე წამოეგო!
1
20 ივნისი 2023 09:57
0
უკვე მეორე რუსიც.
გფფ
18 ივნისი 2023 17:28
1

სიახლეები პოპულარული