დღეს, 1-ელ ივლისს, კრაკოვში ევროპულ თამაშებზე საქართველოს ძიუდოს ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც იტალიას შეხვდება.
საქართველოს სახელით ტატამზე გამოდიან:
ქალები - ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი, სოფიო სომხიშვილი
კაცები - გურამ თუშიშვილი, ლაშა ბექაური, ლაშა შავდათუაშვილი
პირველ წრეში საქართველო განთესილი იყო, მეორე წრიდან კი მიყოლებით 4:1 4:1 ხორვატია და თურქეთი დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ.