სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს. ვერცხლის მედალს საბა გველესიანი (81 კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს - შოთიკო გოჩიაშვილი (90 კგ).
იქამდე ჩემპიონები შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55 კგ) და მათე გველესიანი (66 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი კი გიორგი ბენდელიანმა (81 კგ) მოიპოვა.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტურნირზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ქართველი ძიუდოისტი მათე გველესიანი (-66 კგ.) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია