ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა

AutoSharing Option
ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა. ამის შესახებ განცხადება ძიუდოისტმა ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მოგეხსენებათ, უნგრეთის დედაქალაქში ქართული ფინალი შედგა, სადაც ბექაურმა ლუკა მაისურაძეს აჯობა.

შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. ქვეყნის ტერიტორიაზე 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. მაშველები 16 დაკარგულს უწყვეტ რეჟიმში ეძებენ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მადლობა ლაშა!!ზოგიერთ ქართველ სპორტსმენს არც გახსენებია რომ გლოვის დღეებია საქართველოში!!!!
საქართველო უპირველესად
17:10 07-08-2023
0
რა მძიმე დღეები უდგას საქართველოს!!!
გიორგი
16:35 07-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული