საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰააგაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა 4:1 დაამარცხეს მასპინძელი ნიდერლანდების ნაკრები და მას შემდეგ, რაც გუნდური ჩემპიონატები შერეული ფორმატით ტარდება, პირველად გახდნენ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულები.

ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: თამაზ კობერიძე, გიორგი ბადუაშვილი, ნინო ლოლაძე, ნინო პაპიძე, ეთერ ასკილაშვილი, კოტე კაპანაძე, შალვა გურეშიძე და გიორგი ტერაშვილი.

ტურნირზე ინდივიდუალურ ჩათვლაში ოქროს მედლები თენგიზ ზირაქაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა და შალვა გურეშიძემ მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
არ შეიძლება ძიუდოს ცოტა მეტი ყურადგება დაუთმოთ? ყველაზე წარმატებული სპორტია საქართველოში...რა წაიგეთ ტვინი ამ ქართული ფეხბურთით..მარტო ნერვების შლაა და მეტი არაფერი
ბოლოკა
04:44 13-09-2023
0
არ გავან საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს :)
პაატა
11:52 11-09-2023
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული