აბუ-დაბის გრანდ სლემზე ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ოქროს მედალს დაეუფლა.
მარგველაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და რომარიკ ვენდ-იამ ბუდას (საფრანგეთი), მუჰამედ დემირელს (თურქეთი), გუსმან კირგიზბაიევს (ყაზახეთი) და რუსლან პაშაევს (აზერბაიჯანი) სძლია, ფინალში კი მუხრიდინ ტილოვოვი (უზბეკეთი) დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში ალეკო კასრაძე პირველივე წრეში კუბანიჩბეკ აიბეკუულუსთან (ყირგიზეთი) დამარცხდა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) კი ასევე პირველ წრეში მატეუს ტაკაკისთან (ბრაზილია) წააგო.