მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოულოდნელად პირველსავე წრეში მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე თურქ მიხაილ ჟგანკთან დამატებით დროში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოემშვიდობა.
შეგახსენებთ, ამავე წონით კატეგორიაში ევროპირველობას ლაშა ბექაური შეუტევს, -100 კილოში ილია სულამანიძე იჭიდავებს, +100-ში - გურამ თუშიშვილი, რაც შეეხება ქალთა თანრიგს, +78 კილოგრაში სოფიო სომხიშვილი გამოვა.
ისე, ამ კაცმა თუ მოახერხა და დაიტოვა თავისი გვარ-სახელი, ჩვენ რა უბედურება გვჭირს?
რა ოხრობა გვარით გამოვიდა გუშინ რევაზიშვილი?