ევროპის ჩემპიონატის ფინალში სამი ქართველი გავიდა

AutoSharing Option
მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე საჭიდაო დღეს ლაშა ბექაური (90 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში გავიდნენ.

ბექაურმა მურად ფატიევს (აზერბაიჯანი), მარკუს ნიმანს (შვედეთი), ალეკსის მატიეს (საფრანგეთი) და ნოელ ვან ტენდს (ნიდერლანდები) სძლია და ფინალში ნემანის მაიდოვს (სერბეთი) შეხვდება.

სულამანიძემ ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ლუის მაი (გერმანია), აარონ ფარა (ავსტრია) და პეტერ პალჩიკი (ისრაელი) დაამარცხა, ფინალში კი ზელიმ კოცოიევს (აზერბაიჯანი) დაუპირისპირდება.

თუშიშვილი პირველი წრი
დან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა და ფინალში მარტი პუუმალაინენს (ფინეთი) შეხვდება.

სოფიო სომხიშვილი (78 კგ) პირველივე წრეში დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვულოცავ ჩვენს საიმედო ლომებს წარმატებას, მაგრამ ეს სულაც არ ათეთრებს დაბალი და საშუალო წონების წარუმატებლობას, ის წონები ცალკე უნდა გაირჩეს და მიზეზი და მიზეზი აღმოიფხვრას.
ჟორა გაბრიჭიძე
19:08 05-11-2023
0
მერე რომ გავიდნენ რა ქნეს!! უნდა შეიცვალოს რაღაც ასე გაგრძელება არ შეიძლება.
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული