ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბექაურმა მურად ფატიევს (აზერბაიჯანი), მარკუს ნიმანს (შვედეთი), ალეკსის მატიეს (საფრანგეთი) და ნოელ ვან ტენდს (ნიდერლანდები) სძლია, ფინალი კი ნემანის მაიდოვთან (სერბეთი) დამატებით დროში ვაზარით წააგო.

დღეს ოქროს მედლებისთვის ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იჭიდავებენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლაშა ბექური დასუსტებულად გამოიყურებოდა. მეტოქე აშკარად უფრო ამტანი იყო. ლაშა ძველი ტიტულების არავის ეშინია. მოდის უფრო ძლიერი და უფრო მონდომებული ახალგაზრდობა. თუ საქმეს სერიოზულად არ მიუდექი და არ ივარჯიშე ისე როგორც საჭიროა, ვერაფერს გახდები. ასე რომ, დაუფიქრდი, რა დააკელი ვარჯიშს და დასკვნები გააკეთე. თუ ძველი დიდების ძიუდოისტებს ვარჯიში გეზარებათ, მაშინ უნდა დაანებოთ თავი მაგ საქმეს და გზა დაუთმოთ მომავალ თაობას!!!
1
სანამ გდებას გაუკეთებდა მანამდე 23 ჯერ ეკუთვნოდა მესამე შიდო იმდენი ხანი აჭიდავეს ბოლო ბოლო გაეპარა ერთი ილეთი
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული