ფინალში თუშიშვილიც დამარცხდა - ქართველების ოთხი ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა

თუშიშვილი პირველი წრიდან თავისუფალი იყო, ხოლო შემდეგ ერიკ აბრამოვი (გერმანია), მუნირ ერტუგი (თურქეთი) და რიჩარდ სიპოჩი (უნგრეთი) დაამარცხა, ფინალში კი დამატებით დროში მარტი პუუმალაინენთან (ფინეთი) მარცხი განიცადა. არადა, ვაზარით იგებდა, მაგრამ მეტოქემ ძირითადი დროის დასასრულს ანგარიში გაუთანაბრა და საბოლოოდ სძლია.

ამრიგად, ტურნირზე ფინალში ოთხი ქართველი დამარცხდა - თუშიშვილის გარდა ვერცხლის მედლები ლაშა ბექაურმა, ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ მოიპოვეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
სრული კრახი! დაფიქრდეს ფედერაცია!
4
ეს არის შავი დღე ქართული ძიუდოსთვის. ამ შემადგენლობის გათვალისწინებით რომ ევროპას ოქროს გარეშე ვასრულებთ არის სრული კრახი და 5(+1 შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის) ფინალის წაგებას სახელი უბრალოდ არ აქვს, ისევე როგორც დანარჩენი 4 კაცის პირველივე წრეში მარცხს. შეუძლებელია უბრალოდ,ამის არანაირი ახსნა და გამართლება არ წარმომიდგენია. თან უკლებლივ ყველა ფინალში აბზრიალეს ჩვენები პირდაპირი მნიშვნელობით. შოკია ეს ნამდვილი. ასეთი შედეგის მერე გუჯეჯიანი უნდა გადადგეს აუცილებლად და დაუყოვნებლივ. ამას არავინ არ მიიღებს უბრალოდ!
ალექს
22:05 05-11-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული