ძიგარო კანოს ტურნირზე -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე იაპონელ მურაო სანშიროს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
შეხვედრა, რა თქმა უნდა, დაძაბული გამოდგა, ვერც ერთი ძიუდოისტი ილეთის გაკეთებას ვერ რისკავდა, ძირითად დროში ლუკამ 2 გაფრთხილება მიიღო, დამატებით დროში მურაო გააქტიურდა, 1:52 წუთის გასვლის შემდეგ კი იაპონელმა იპონით შეძლო ბრძოლის მოგება.
ლუკამ ფინალის გზაზე ებრაელი გაი გურევიტჩი, შვედი მარკუს ნიმანი, ყირგიზი ერლან შეროვი და სამხრეთ კორეელი დონღან გვაკი დაამარცხა.
შეგახსენებთ, ძიგანო კანოს ტურნირი აქამდე 3 ძიუდოისტს აქვთ მოგებული - 1982 წელს დავით ბოდაველს, 2015
წელს ავთანდილ ჭრიკიშვილსა და 2019 წელს ბექა ღვინიაშვილს.
ამიტომ აქ ვუყურებ ხოლმე Judotv.com , youtube