გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა.

დიმიტრი გოჩილაიძე (-81კგ) და ვლადიმირ ახალკაცი (-81კგ) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.

გიორგი ჩიხელიძე (-73კგ) კი ტურნირის ფინალში გავიდა და იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ხვალ, პარიზის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ლაშა ბექაურს ვერ ვიხილავთ. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
მთავარი ამოცანაა რუსებს არ აჯობონ.ბნელეთია სრული !
გიორგი
03:13 04-02-2024
1
ეს ჩვენი ლიდერები, მგონია, ოლიმპიადაზედაც ,,შეუძლოდ” იქნებიან. რა უბედურებაა, ყველა სპორტსმენს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ,,გრუზინი” რატომ ემართებათ.
ტაბუ
01:04 04-02-2024
4

სიახლეები პოპულარული