გიორგი ჩიხელიძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს ტატამზე 3 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა.

დიმიტრი გოჩილაიძე (-81კგ) და ვლადიმირ ახალკაცი (-81კგ) ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშნენ.

გიორგი ჩიხელიძე (-73კგ) კი ტურნირის ფინალში გავიდა და იაპონელ ტაცუკი იშიჰარასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ხვალ, პარიზის გრანდ-სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე ლაშა ბექაურს ვერ ვიხილავთ. მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაზე მეტი მონაწილე სწორედ ამ წონაში იყო ...
ყოჩაღ! წარმატებები, გიორგი(ს)!
არა და
20:25 03-02-2024
1
რა თქმა უნდა ფინალის წაგება,საწყენია,მაგრამ პარიზის ტურნირის ვერცხლის მედალიც,ძვირად ფასობს.რა თქმა უნდა ვულოცავ!ეს ერთი და სხვა მრავალი!
სოსო
21:43 03-02-2024
0

სიახლეები პოპულარული