იპონი 44 წამში - გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია - შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარდგა. მათგან ფინალურ ბლოკში ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ) ვიხილეთ. გრიგალაშვილმა ფინალში ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ მოიგო, ხოლო შავდათუაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველ ადილ ოსმანოვს აჯობა.

ტატომ ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ფრანგ ომარ ჯალოს სძლია, მესამე წრეში სერბეთის სახელით მოასპარეზე ისლამ სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ატილა უნგვარს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელი ანტონიო ესპოსიტო დაამარცხა.

შავდათუაშვილმა ასპარეზობა მეორე წრეში დაიწყო და ხორვატ რობერტ კლაჩარს სძლია, შემდეგ ეტაპზე კი ფინეთის სახელით მოასპარეზე ტურპალ დუკაევს აჯობა. სამწუხაროდ, ლაშა მეოთხედფინალში შიდოებით დანიელ ლავრენტევთან დამარცხდა, რეპეშაჟში კი ბულგარელ მარკ ჰრისტოვს სძლია.


შეგახსენებთ, ამ მომენტში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია.
მკითხველის კომენტარები / 24 /
ვულოცავ საქართველოს ტატოს გამარჯვებას! საოცარი ბიჭი გვყავს! წარმატებები ოლიმპიადაზე ჩვენს ტატოს!
არჩილ
27 აპრილი 2024 15:57
0
Ძიუდოზეა სტატია და ფეხბურთზე მსჯელობთ.რა გჭირთ ხალხო ერთი საქებარი სიტყვა დაწერეთ რა ბიჭები გვყავს.ტატო ფენომენია.აი შავიზე რა შეიძლება ითქვას ძიუდოს კრიშტიანო რონალდოა!(თუ კრიშტიანო არი ფეხბურთის შავდათუაშვილი)
jordan beli
27 აპრილი 2024 07:41
0
ხალხო უშველეთ დინამოს თორე გავარდება უმაღლესიდან...
ტორპედო
27 აპრილი 2024 00:00
4
რა სჭირს ჩვენი საშველი ,,დინამოს " ? ვერ ხედავთ ,რომ ,,ქართველ ხალხთან დგას და ევროპისკენ უჭირავს გეზი " ? აბა როგორ გინდათ , ,,გრუზინულ" ლიგაში ,,გრუზინული" ფეხბურთისთვის მოიკლას თავი ?
zaza
27 აპრილი 2024 12:15
1
Განა ქუთაისის ტორპედოა გავარდეს.დინამო ისტორიაში არსად არ გავარდნილა.თქვენ კი დაგავიწყდათ საქვეყნოდ ხელი რო გქონდათ გაშვერილი და ცხელ ლავაშს მათხოვრობდით-ფეხბურთელები მშივრები გვყავსო?
Კარგი და გავარდა,დაიშალა,გაქრა დინამო.მერე რას ვშვრებით?ასაკობრივიდან მოყოლობული ნაკრებებში ვინ უნდა ვათამაშოთ? Გიული მანჯგალაძე?
ერთი ფეხბურთელი დამისახელე ტორპედოს გაზრდილი ვისაც შანსი აქ ნაკრებში თამაშის.არ მითხრა არაბიძე თორე დაგცინებ.
Ნუ ეხლა თქვენ შეგიძლიათ თქვათ სულაქველიძე...მაგრამ ეგეც დინამოს გაზრდილია
Ტორპედოს
27 აპრილი 2024 07:29
1
დინამო თბილისი ფიფიას გარეშე მოვაშოროთ ეს კაცი დინამოდან აღარ არსებობს დინამოო...კ9ბახიძე რაგაც უშველეთ დინამოს ჩამოართვით დინამო ამ კაცა ქონდეს ის აკადემია კლუბს მიხედეთთ...
ამოიღეთ ხმა ფიფიას გარეშე
26 აპრილი 2024 23:56
6
ბაზარი არ არის,მაიტა 25 მილიონი ყოველწლიუეად ჩადე დინამიში და გავუშვათ ფიფია,ჰაიტ შე კლაციატურის ლომი
ადამიანი
27 აპრილი 2024 10:17
0
თბილისის დინამო რომან ფიფიას გარეშე გთხოვთ დავეხმაროთ დინამოს მოვაშოროთ რომანი დინამოსს ხმა ამოიღეთ ქართველებოოოო გასაზიზღრაა გუნდი ამ კაცმაა
Karche ra
26 აპრილი 2024 23:50
2
შარშან ოთხი ფინალი წავაგეთ, წელს კი ოთხ ფინალს მოვიგებთ. ყოჩაღ ბიჭებო.
ჟორა გაბრიჭიძე
26 აპრილი 2024 23:44
0
სადაა ვიდეო?
დდდ
26 აპრილი 2024 22:47
1
მაგარია, თქვენ გენაცვალეთ! 2დღეში 2ოქრო და 2 ბრინჯაო. თან 81ში ორივე ბრინჯაო ჩვენს მიწა-წყალზე დაბადებულებმა მოიგეს. საოცარი ხალხი ვართ, უბრალოდ ერთი ნაკლი გვაქვს, ერთად ყოფნა არ შეგვიძლია. როდესმე თუ ეს უდიდესი პრობლემა მოგვარდა, მართლაც ძალიან მაგარ სახელმწიფოს ავაშენებთ.
გია პაპა
26 აპრილი 2024 22:32
0
ამაზე დიდი დღეს არავინაა მსოფლიოში... პ.ს. ყველა წონას ვგულისხმობ
ილიავარ...
26 აპრილი 2024 22:22
1
ძიუდოს პროფესორია! პარიზში ოქროზე ნაკლები არ უნდა აიღოს ამ ხარისხის ჭიდაობით.
გიორგი
26 აპრილი 2024 22:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული