თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს (+100 კილოგრამი), ილია სულამანიძეს (-100 კილოგრამი) და ლაშა ბექაურს (-90 კილოგრამი) ვიხილეთ.

ილია სულამანიძე ფინალში მატვეი კანიკოვსკისთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინალ ტასოევთან დამარცხდა.

სამწუხაროდ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში ფრანგი ლორის ტასირი დაამარცხა, ლაშამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ მურად ფატიევსაც აჯობა და ბრინჯაოს მედალს
დასჯერდა.

საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჯამში 7 მედალი მოიპოვა.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
აქ დიდი დაჭმა მიდის მაგრამ რეალობას შევხედოთ. აზერბაიჯანი წამოგვეწია ჭიდაობაში და ამ ტურნირზე კიდე რამდენიმე წამყვანი მოჭიდავე არ იყო. ასევე რუსები რომლებიც ამდენი ხანი არცერთ ტურნირზე არ გამოდიოდნენ რამდენი ხანი ასე უცბად როგორ შედეგს აკეთებენ თან ისეთი მოჭიდავეები რომლებიც აქამდე მხოლოდ დაბალი რანგის ტურნირებზე გამოდიოდნენ და საკითხავია როგორ ახერხებენ. წელს მტავარი სზრუნავი ოლიმპიური ტამაშებია და იმედია ამ ყველაფრიდან დასკვნნებს გააკეთებენ და იმ ერთი დღისთვის 100%ით მობილიზდებიან.
Dima
28 აპრილი 2024 11:09
0
ინალ ტასოევი ოსია თუ რუსი?
რომა
28 აპრილი 2024 07:18
6
აქ დაბადებული ოსია.რეპორტაჟის დროს ითქვა.
სოსო
28 აპრილი 2024 11:30
0
Ფინალში წაგება, ფინანსურად უფრო მომგებიანია თანაც რუსებთან?!
Zaza
28 აპრილი 2024 06:10
16
ნაპოლეონ,ამდენი ჯღაბვნა არ გეზარება?
სტატუს ქუო
28 აპრილი 2024 02:39
5
აბურჯგა და ნაპოლეონი Რუსების ბაჩა ბაზებია :)))
zoom
28 აპრილი 2024 01:36
6
კაი რა გამომიყვანე ახლა ტასოევი უძლეველი, ერთი ბლეყვერტიე ტიპია.
aburjgas
28 აპრილი 2024 00:53
10
უძლიერეს სპორტსმენებთან დამარცხდნენ ბიჭები ბექაურის გარდა და ეხლა ამათი დამუნათება მხოლოდ იმის გამო რომ რუსებთან დამარცხდნენ არის ნაძირლობა.ჭიდაობაში ყოფილ რუსებთანაც იმდენი წაგება გვაქვს რომ თითოში 100 დოლარი რო მომცენ სასახლეს ავიშენებ.წაგება წაგებას და რუსი იქნება თუ მონღოლი რა მნიშვნელობა აქვს. . .ისე კი რუსი გაკრულია ბეჭებზეო ქართველი კომწნტატორებისგან რომ ვისმენთ,ვინმემ დადეთ ქართველი გაკრულია ბეჭებზეო რუსი კომენტატორის სიტყვები აბა?!. . ხალხო ეს უკვე მარაზმია და რაოდენ სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ბინძური ნარატივია გამტაცებლები თავად ჟურნალისტები არიან. . ტატო ბაციკაძის და სანდრო ცნობილაძის მსგავსი ვიგინდარა არსებები. . .შეუგდო შეთხარა და მსგავსი ტერმინოლოგიით მოსაუბრენი. . . სასწაულად დაჩაგრეს რუსი აზერთან და ნეტა გენახათ ქართველი კომენტატორის სიხარული. . ეს უკვე ავადმყოფობაა,ის ავადმყოფობა რომელიც ერთი ბატონის მწორით შეცვლის პათოლოგიურმა სურვილმა მოიტანა. . . 0-3 წავაგეთ თურმწ რუსებთან. . რავი დათვალეთ სტატისტიკა ჭიდაობის სახეობებში და . . . ქართველები რუსების გრუშები გამოვდივართ. . .ჩვენ ელგებედე დროშები ვაფრიალოთ და უფრო უარესი გველის. . .ხალხო ჩრდილო კავკასიაში გურჯ ხათუნებს გვეძახიან იცით თუ არა?!. . ხალხი რომელიც ჩვენს დანახვაზე კანკალებდა თავის დროზე. . .მერე კიდევ რუსებს აბსოლუტურად იაპონური მიდგომა აქვთ.საკუთარი ჩემპიონათი ყველაზე მაღლა დგას.რუსეთი მსოფლიო რეკორდსმენია იმ კუთხით რომ აი გახდა მსოფლიო ჩემპიონი ტიპი და მომავალ მსოფლიოზე ვაფშე არ წაიყვანეს და ვინც წაიყვანეს ის გახდა. . რატომ?. . .იმიტომ რომ ჯერ სახში დაამტკიცე რომ უძლიერესი ხარ. . აქ ვერა და ვერ ვეღირსეთ რომ საქართველოს ჩემპიონატზე ყველა უძლიერესი გამოვიდეს. . . ყოველთვის ყველას რაღააც პრობლემა ეჩითება იმ დროს. . აი რუსეთშიც ეჩითებათ მარა სულ კიდიათ სხვა მიდის იმის მაგივრად იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ის გახდა ჩემპიონი. . ერატადერთი გამონაკლისი ოლიმპიადას და ისიც გასაგწბ მიზეზთა გამო. . . აი ეს მიდგომა სანამ არ იქნება მანამ ესე ვიქნებით. . .და ბოლოს 7 მედალი ავიღეთ და უკმაყოფილების გრძნობა გვაქვს,რაც ჩვენს სიდიდადეზე მეტყველებს და ამას გაფრთხილება უნდა ხალხოოოო. . . ასე რომ დამუნათება იმის გამო რომ რუსთან წააგო არის . . . ნუ არ მინდა ცენზურა მოქმედებს და ამდენი ნაჭერი წყალში გადავყარო
ნაპოლეონი
28 აპრილი 2024 00:19
18
კანიკოვსკის უძლიერესობა არ გაიშვას- ილო ვერ იყო ჯანზე, ბევრჯერ გააკრავს ბეჭებზე..
აი თასოევი კი არის წონის ლიდერი და ამ ეტაპზე თუშას მოგება ნაკლებ სავარაუდო იყო,
არა უშავს - მსოფლიოზე ექნებათ შესაძლებლობა რომ აიღონ რევანში,
დღეს გუნდურია და წარმატებები ჩვენს გოგო იჭებს
REZO
28 აპრილი 2024 08:03
2
საბოლოოდ ნორმალური შედეგია მარა ამ რუსის გაგონებაზე რა მოსდით გაუგებარია,თუშიშვილს კიდევ გამართლებას მოუძებნი რადგან ეს ტასოევი მართლა მაგარია მარა ილიას ჭიდაობის დაწყებამდე ქონდა წაგებული
გია
27 აპრილი 2024 23:26
1
ბექაური თურმწ ქოცი ყოფილა და იმიტომ წააგო აზერთან. . ესაც გაჟღედრა
ნაპოლეონი
28 აპრილი 2024 00:29
9
აბა ომი გინდათ?
ლეკვია ღარიბაული
27 აპრილი 2024 23:06
15
თუში თუ სადმე როდესმე იყო გასაკრიტიკებელი ახლა ნამდვილად არა, უძლიერესია ტასოევი ყველა ასპექტში და რინერთანაც დაამტკიცა ეს. "ტასოევის გრუშა" არა ტოროლა, სირცხვილია ასეა საუბარი აქ ზოგიერთისგან. ფაქტიურად არ აგებს ტასოევი არავისთან. თუშის შარშან ქონდა ბრწყინვალე შანსი და სამწუხაროდ იქ ნამდვილად გაანიავა ფინელთან. ილიას რაც შეეხება, ძალიან ცუდად დასჩემდა ლიპოსავით ვერცხლ-ბრინჯაო, ვეღარ გატეხა ეს ნავსი. წელს მსოფლიო და ოლიპმიადაც აქვს და იმედია სადმე დადებს ოქროს. ლაშას რაც შეეხება ის ისეთი პოტენციალის სპორტსმენია ზედიზედ ოთხ დიდ ტურნირზე 0 ოქრო მისთვის დიდი წარუმატებლობაა და იმედიასწორ ანალიზს გააკეთებს მწვრთნელებთან ერთად თუ რაშია საქმე და რატომ დასჩემდა წაგებები.
ალექს
27 აპრილი 2024 22:37
0

სიახლეები პოპულარული