საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში იასპარეზა.

ჩვენი გუნდი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები მარტივად 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები კი ბექაურმა, თუშიშვილმა, შავდათუაშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალში საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და
ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ილია სულამანიძე (100 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ), ბრინჯაოს კი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

მკითხველის კომენტარები / 35 /
ულოცავ მედალს რა თქმა უნდა ჩვენ ფალავნებს, მაგრამ უნდა ითქვას ამ მომენტისთვის ლაშა და შავი არ არიან ფორმაში, 60 კილოშიც დიდი გაუგებრობაა,არადა ოლიმპიადა მოგვადგა კარს,რას მოასწრებენ იქამდე არ ვიცი, ასევე მაინტერესებს ვინმეს თუ გინახიათ ჭანტურიას გაკეთებული ილეთი რომელიმე ტურნირზე მე არა,მოკლედ ოლიმპიდისთვის ერთი ვისიც ნაღდი ოქროს იმედი მაქვს ტატო გრიგალაშვილია,დანარჩენებს დღევანდელი ფორმით ძალინ გაუჭირდებათ,მითუმეტეს იაპონელებთან... წარმატებები ჩვენ ფალავნებს
დელიკა
19:12 28-04-2024
2
გულდასაწყვეტი ამ ყველაფრიდან ისაა, რომ ბექაურს გაუმრავლდა წაგებები. არადა მაისურაძეც დისკვალიფიციებულია. მართალია ფინალში ჭიდაობა დიდი წარმატებაა, მაგრამ ასე უშანსოდ მარცხი ამ ვერცხლს ძალიან აფერმკრთალებს.
ჟორა გაბრიჭიძე
20:04 28-04-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული