ესეც ტატოს ოქრო - გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა),
ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ვერ იზავდა. გაუჭირდებოდა. ჩვეულებრივი მხეცი ხარ, გაიხარე ჯიგარო. მადლობა..............
საბურთალო
21 მაისი 2024 19:20
0
მე მაინტერესებს ამ უზრდელმა კომენტატორებმა როდემდე უნდა წაიყვანონ ძიუდოს რეპორტაჟები.ამ ალექსი ხეპრე დავითაშვილზე ჯვარი აქვთ დაწერილი. . .სამარცხვინო ენი ვართ. . .ანუ რუსს თუ ეჭიდავება ყოველგვარი უზრდელობა მოსულა რეპორტაჟის დროს. . . ოლიმპიადაზე ეს უზრდელები იქნებიან
ნაპოლეონი
22 მაისი 2024 11:34
12
ნაპოლეონის რა გითხრა და იქნებ ვლადიმერ ილიჩი დაგერქმია შენი თავისთვის
q
22 მაისი 2024 14:55
0
ისევ შენ და ისევ შენ !
კვარაცხელია შენ არ მოგწონს, ქართველი კომენტატორებს ლანძღავ
და რუსებს რა აკადრესო ...
კორსიკელი ნაპოლეონი რომ არ ხარ, გასაგებია, მარა ,
რუსი ხარ, ნაპოლეონ, თუ უბრალოდ რუსეთუმე , ასე რომ იზაბები ?!
პუტინს რომ შევაგინო გეწყინება?!:)
აბა შენა ხარ, რა ! :(((
ნაპოლეონი დაბრუნდაა...
22 მაისი 2024 15:35
0
აუ წაეყვანათ რა ყველა ძირითადი და შეიძლება რეკორდი დაგვემყარებინა 4-5 ოქრო !
zura222
21 მაისი 2024 21:03
2
ყოჩაღ ტატო, გილოცავ!
სწორედ ამას ჰქვია ბრძოლა! კვლავ მრავალ გამარჯვებას გისურვებ!
SOS!!!
22 მაისი 2024 11:35
0
ალბათ საქარველოს დროშას ვერ დაბეჭდავთ , მაგრამ ...
21 მაისი 2024 19:42
1
შიდოოო შენიი DDD
zura222
21 მაისი 2024 21:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული