ესეც ტატოს ოქრო - გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში და ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი - 2021 წელს ვერცხლის მედალს დასჯერდა.

სამწუხაროდ, ამავე წონით კატეგორიაში მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა),
ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.

შეგახსენებთ, აბუ დაბიში ჩემპიონი აგრეთვე გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ხვალ ტატამზე გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ) გავა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ტატოს ყველა მონაცემი აქვს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი გახდეს!!! კარიერას რიმ დაამთავრებს რინერის, იამასიტას და მსგავსი ლეგენდების გვერდით დადგება!!!
Pepelu
19:51 21-05-2024
1
მართლა გრიგალია ეს ბიჭი! გილოცავთ ყველას ქართული ნიჭის ზეგამოვლინებას, რომელიც უკვდავია!
თენგაბი
22:25 21-05-2024
0

სიახლეები პოპულარული