საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჭიდაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მეოთხედფინალში უნგრეთი 4:1 დაამარცხა: გამარჯვება ჩიხელიძემ, ბაბუციძემ, თუშიშვილმა და ლოლაძემ მოახერხეს.
მარცხი: სომხიშვილი

საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში საფრანგეთთან 2:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. გამარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე

მარცხი: ბაბუციძე, ლოლაძე, ასკილაშვილი, სომხიშვილი

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 4:1 დაამარცხა.

გაიმარჯვება: თუშიშვილი, ჩიხელიძე, ლოლაძე, ბაბუციძე.

მარცხი: ასკილაშვილი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბიჭებო, შრომა, შრომა და კიდევ მრავალჯერ შრომა, თორემ ისე ოლიმპიადაზე გამარჯვებას ვერ მოიპოვებთ!
მრავალ გამარჯვებას გისურვებთ!
SOS!!!
25 მაისი 2024 09:18
2
ვულოცავ! პ.ს. 2:4 რას ნიშნავს, 5 წევრია ნაკრებში და მეექვსე დაამატეს?
იუკო
24 მაისი 2024 20:31
11
ბიჭები ხომ თავისთავად,მაგრამ გოგოებმაც როგორ იბრძოლეს.რეალურად,ეს საკმაოდ გამოუცდელი გუნდი იყო,მხოლოდ თუშიშვილს ეთქმის გამოცდილი და მაინც მიაღწიეს მედლამდე.ლოლაძე,თავს აკლავდა მეტოქეებს.ასკილაშვილი,ზედა წონის მეტოქეებთან იბრძოდა მედგრად და მხოლოდ სოფო სომხიშვილი იყო ძალიან შორს,სასურველი ფორმისაგან.გასაგებია,რომ ტრავმებისგან ჯერაც ვერ გამოვიდა,არც თავი დაუზოგავს,რომელიმე ბრძოლაში,მაგრამ ფორმის აკრეფა ვერ მოასწრო და თავს ზემოთ ძალა არ იყო.იმედი ვიქონიოთ,რომ ოლიმპიადის საგზურს,მაინც მისწვდება და საიქაოდ ფორმაშიც შევა,თორემ გუნდურში,ამის გარეშე,ძალიან გაგვიჭირდება,მედლებისათვის ბრძოლა.
სოსო
24 მაისი 2024 20:24
1
წარმოუდგენელი მონდომების ხარჯზე მიღწეული წარმატება.გილოცავთ.დაჯილდოების ცერემონიალის დროს გურამ თუშიშვილს ძიუდოს მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტი ხელის ჩამორთმევით მხოლოდ მას მიესალმა პერსონალურად.გურამი გვიყვარხარ სასახელო კაცო!მადლობა სპორტულ კომენტატორს ბატონ თამაზ გოგიბედაშვილს საუკეთესო რეპორტაჟებისათვის.
555
24 მაისი 2024 19:47
0
ამ სპორტს ჰქვია ჯუდო და არა ძიუდო და დროა მთელს მსოფლიოში რაც ჰქვია ის სახელი ვიხმაროთ და არა ის რაც რუსეთში ჰქვია! გთხოვთ სპორტ ოლლ ის ადმინს, მიაქციოთ ამას ყურადღება!
Irakli
24 მაისი 2024 19:45
7
გეთანხმები მეგობარო, მაგრამ იქნებ ამერიკელებსაც უთხრა რომ ფეხბურთს : “football” ჰქვია და საქართველოს georgia კი არა “ saqartvelo”და მერე ჯუდო დაუძახეთო თქვი რა პრობლემაა ;)
რეალისტი
24 მაისი 2024 20:55
2
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს, არაა ხუმრობა მსოფლიოში მესამე იყო. კარგია ჩიხელიძის გამოჩენა.
ჟორა
24 მაისი 2024 19:16
0
გოგოები ძან სუსტები გვყავს
გოგა
24 მაისი 2024 19:11
3

სიახლეები პოპულარული