აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი), სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) და საბა ინანეიშვილი (+100 კილოგრამი) წარდგნენ. გურამ თუშიშვილი ფინალში გავიდა, სადაც სამხრეთკორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გურამმა მეორე წრეში თურქი თათაროღლუ დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ტამირლან ბაშაევს აჯობა, გურამმა ნახევარფინალში უზბეკ ალიშერ იუსუფოვს სძლია.

წარმატებით დაიწყო ასპარეზობა საბა ინანეიშვილმაც, თუმცა ახალგაზრდა ფალავანს ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან ჭიდაობის დროს მხარი ამოუვარდა, რის გამოც ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

სოფიო სომხიშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს (გიორგი სარდალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი), ერთი ვერცხლის (გურამ თუშიშვილი) და ერთი ბრინჯაოს მედალი (ვაჟა მარგველაშვილი) მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილმა მოიპოვა.

ლადო
ფინალს იგებს მწვრთნელი 70% და ფალავანი 30 %
მეტი შრომა და ვარჯიში
მალე იღლება გურამი. ამაზე უნდა იმუშაოს. მშვენიერი იყო ბაშაევთან, კორეელთან არ იცოდა როგორ უნდა ეჭიდავა.
პაატა
რომ შეადარო გურამის ბაშაევთან და ფინალში ჭიდაობა, ტაქტიკური თვალსაზრისით სრული დისონანსია, ცა და დედამიწა…ჩემთვის გაუგებარია ეს კორეელი ფაქტიურად შეუსწავლელი რატომ ყავდათ?! არასწორი ტაქტიკის გამო (ტასოევთან დქმარცხებას არ ვთვლი) მერამდენე ფინალი უნდა დათმოს??? გაუგებარია მწვრთნელს თუ მწვრთნელებს რატომ უჭირთ ფინალის დაგეგმვა თუ გურამს აქვს ფინალის სინდრომი?!:(
სამველ
ბოლო დროს ფიზიკურად მოიკოჭლებს გურამი. 100+ ბევრად უფრო ძლიერი ჯუდოკელები არიან.
სოსო
კომუნისტების დროს-ს.საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საიტზე,ქართველი ძიუდოისტების სტატისტიკა ნახე.განსაკუთრებით,60-70-იანი წლები.ჯერ მარტო რამდენი პრიზიორი გვყავს,მსოფლიოს,ევროპის ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე.ნაკრებში ხშირად უმეტესობა ქართველები იყვნენ.ახმეტაში მწვრთნელი,ყოფილი მოჭიდავე და სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გოგია ქოჩიშვილი,მამაჩემთან მეგობრობდა და ერთხელ ჩვენთან სტუმრობისას მოჰყვა,სსრკ ნაკრების მთავარ მწვრთნელთან,ანდრეევთან როცა ვჭიდაონდი,ოიმდროიდან ვმეგობრობდი და რაკი სსრკ ნაკრებში,ქართველი და ხშირად ახმეტელი ბიჭები მრავლად იყვნენ,სანაკრებო შეკრებებს,ხშირად საქართველოში მართავდნენ ხოლმეო.ერთხელაც სუფრასთან,ლაპარაკ, ლაპარაკსა და ხუმრობაში,ანდრეევს ვუთხარი,მოდი ახმეტის ნაკრები და სსრკს ნაკრები შევაჯიბროთ ერთმანეთსო.ანდრეევს გასცინებია,მე კი უკან არ დავიხიე და გავაგრძელე,რა,ხომ არა გგონია რომ მოგვიგებ,ვინც ახმეტელები ნაკრებში გყავს,ისინიც ჩვენ მხარეზე გადმოუშვი და მერე ვნახოთო.მართლაც მაშინდელი ახმეტის ნაკრები,თუ არ მოუგებდა,არც არაფერს დაუთმობდაო.დანარჩენ საბჭოთა კავშირის ნაკრებს. ჯერ პატარა ვიყავი და შემადგენლობა რომ ჩამოთვალა,აღარ მახსოვს,მაგრამ ეს ანდრეევი იყო,პირადი პასუხიმგებლობით რომ წაიყვანა შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიადაზე და სწორედ ის გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში,საბჭოთა კავშირიდან.1968 და 1973 წლებში,სამ სამი,მარტო მედალოსანი გვყავდა ერთსა და იმავე ჩემპიონატზე.1966 წელს კი,მოსკოვში,სსრკ ნაკრების წევრები ოლიმპიური პრიზიორი ფარნაოზ ჩიკვილაძე და მისი ძმადნაფიცი,მიხეილ ყაჩმაზაშვილი,,ორივე ახმეტელი,ჩემპიონატზე წასვლის წინ,ავტოავარიაში დაიღუპნენ.მათ გარდა ნაკრებში ახმეტელი ანზორ ქიბროწაშვილიც გამოდიოდა და მათ გარდა,ანზორ კიკნაძეც ხომ მაგ წლებში გამოდიოდა და უამრავი მედალიაქვს მოპოვებული.
odala
რაღა ლიპარტელიანი და რაღა ესა - ვერცხლის კაცები.
გიგი
მადლობა ლინკისთვის
anri
იუსუფოვი რა თ...ია თავიც კი არ დაუკრა ბოლოს. უღირსი სპორცმენია
ა , საქართველო !
ერთმა ქარველმა დეკითხვა დასვა, რა მოხდაო , მეორემ - პასუხი გასცა და... ამდენი უარყოფითი შეფასება ამ უწყინარ "დიალოგს" ?! რაღაც ცუდი ჭირს "ტერდავს" ! დავიჯერო, ქართველის ნახელავია ეს გლახა საქმე ? ალბათ, არა !
გია
იუტუბზე შემთხვევით ვნახე, ფინალური შეხვედრების საიტია: https://www.youtube.com/watch?v=VXCZn95o6Yw
ეეე
ამ ბაშაევს კი უგებს, მარა ტასოევს ვერ უხერხებს ვერაფერს.
კომუნისტების დროს
სამი ქართველი ერთდროულად სსრკ -ს ნაკრებში არასდროს გვყოლია...
zura222
ეს "აბა რა აბა რაა" ახალი სტილია თუ რა ჯანდაბა ?დაამატეთ ბარემ --სიმონ ტო ჩემი კაი და ასეთები @@
zura222
დარწმუნებული ვარ იმ კორეელასც მოუგებს (ისეთებს მოუგო) და გვექნება 3 ოქრო ! მე არ მახსოვს როდისმე გვქონია მსოფლიოზე 3 ოქრო ? მგონი არ გვქონია არც კომუნისტების დროს და არც მერე
მწვრთნელი
რაღა რა მოხდა! ინანეიშვილს მიყავდა ორთაბძოლა! კრპალეკი რამდენჯერმე ჩავარდა, მაგრამ მსაჯმა არ გააფრთხილა! წუთი და 40 წამი იყო დარჩენილი თითო შიდო ქონდათ ორთავეს, ამ დროს ინანეიშვილს კონტროლი აქვს აღებული და გადავლებით ქამარში ჩადის, კრპალეკი მიხვდა, რომ ან ტატამიდან უნდა გასულიყო ან ილეთზე წამოიღებდა, ამ დაროს ვითომ ილეთს აკეთებდა დაწვა ბეჭებზე და ინანეიშვილიც თან დაიყოლა! ამ დაყოლების დროს მარჯვენა ხელი ეჭირა კრპალეკს საბასი და აღარც გაუშვა ბოლომდე ისე დაიყოლა! ასე, რომ მარჯვენა ძალიან იტკინა საბამ კრპალეკის დახმარებით და ვერ გააგრძელა ბრძოლა!
სოსო
თუშმა მაგრად იჭიდავა. მხოლოდ ნახევარფინალში გაუშვა ვაზარი და იქვე გაუთანაბრა,მერე კი მეორე ვაზარიც მიაყოლა და დაამთავრა.ფინალში კორეელს ხვდება.დაბალი და განიერი ტიპია,სწრაფიც ჩანს და მგონი ჯანიანიც.მხოლოდ ნახევარფინალში ვუყურე.საბა ინანეიშვილს,კრპალეკთან ჭიდაობა მიჰყავდა და ერთ მომენტში,აშკარა ჩავარდნა გაუტარა მსაჯმა და საბას ტრავმის მომენტშიც,უბრალოდ ხალიჩის ნაპირზე,ცუდი პოზიციიდან გაქცევას ცდილობდა.შედეგად კი,საბამ ტრავმა მიიღო.კრპალეკისათვის ,ის მეორე გაფრთხილება იქნებოდა და იძულებული იქნებოდა უფრო აქტიურად ეჭიდავა, საბას კონტრშეტევაზე შანსები მოემატებოდა და იქნებ ის ტრავმაც არ მიეღო.სომხიშვილი,ვაზარით დაწინაურდა,მაგრამ შემდეგ მეტოქემ დაიჭირა...
კრპალეკი პუტინზე "ვარესია" ?
რა მოხდა შეგიძლიათ დააზუსტოთ ? მადლობა !
მწვრთნელი
არა! სამხრეთ კორეელმა დასცა კრპალეკი და გავიდა ფინალში! მესამე ოქრო ძალიან გვეიმედება გურამ!
მწვრთნელი
კრპალეკი მოსახსნელი იყო საბასთან მასეთი ჭიდაობისთვის! ეგ ახვარი კაცი! ნეტა თუშას შეხვდეს ფინალში და ერთიანად ამოუღოს მაგას ოლიპიადაზე წაგებაც და საბას სპეციალურად მიყენებული ტრამვაც!
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] არის! გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] დასანანი მარცხი ფინალში - თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] გურამ თუშიშვილმა ტედი რინერს ხელი არ ჩამოართვა