პირველად ისტორიაში - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა გუნდურ სახეობაში ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

AutoSharing Option
პირველად ისტორიაში! საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური სახეობის ლიცენზიანტია!

საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ( ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული გუნდი) ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიური თამაშები სტარტს 27 ივლისს აიღებს.

წარმოგიდგენთ ქართველ ძიუდოისტებს, რომლებმაც ოლიმპიადის ლიცენზია ოფიციალურად მოიპოვეს.

1) გიორგი სარდალაშვილი (60 კგ)

2) ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ)

3) ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ)

4) ტატო გრიგალაშვილი (81 კგ)

5) ლაშა ბექაური (90 კგ)

6) ილია სულამანიძე (100 კგ)

7) გურამ თუშიშვილი (+100 კგ)

8) ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ)

9 ეთერ ასკილაშვილი (63 კგ)

10) სოფიო სომხიშვილი (+78 კგ)

წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 22 /
ძიუდო გუნდური სახეობაა?! მეტი თქვენ და ძიუდოს ფედერაციას რა გითხარით?! ))) ძიუდო და მაგალითად ფრენბურთი გინახავთ ვინმეს?! აბა თუ გამოიცნობთ რომელია სპორტის გუნდური სახეობა?! ))) თუ გინდათ ძიუდო გახდეს სპორტის გუნდური სახეობა სადმე შემოღობილში (ოქტაგონის მსგავსად) 6 : 6 -ზე (ექვსი ექვსზე) უნდა შევიდნენ სპორცმენები და დაეტაკონ ერთმანეთს ვისაც ვინ უნდა იმას ეცეეს, თუნდაც ერთი, სამი ერთს მივარდეს...! აი ეს იქნება გუნდური ძიუდო!!! ))) ვაიმეე..)))
aburjga
17:00 09-06-2024
0
რეპორტაჟის დროს ვერ ვუყურე,მაგრამ იუთუბიზე იყო დადებული საქართველო -საფრანგეთის შეხვედრა,რომელშიც მარცხი განვიცადეთ და შოკი მივიღე,იქ დადებული კომენტარების მნახველმა.საფრანგეთს მართლაც ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს განსაკუთრებით ქალებში და ჩვენმა გოგოებმაც წააგეს,თავისი ბრძოლები.მათთან დამარცხების გამო,თურმე საერთოდ რა უნდათ ამათ ნაკრებშიო და ისეთი ეპითეტებით შეამკეს,მათ ნაცვლად მე შემრცხვა.ბიჯო,გასაგებია,შესაძლოა ჭიდაობაში თუ სპორტის სხვა სახეობაში ვერ ერკვეოდე,მაგრამ ვინ გექაჩება ენაზე,გინდა თუ არა შეურაცხყოფა მიაყენეო ვინმეს?არც არაფერი იციან,არც არაფერს კითხულობენ და არც აინტერესებთ,პერიპეტიები.მთავარია რომ წააგეს და უნდა ვლანძღოთ.ამდენ ხანს რატომ არიან ამ ნაკრებში სულ ერთი და იგივე სახეებიო.ამ ნაკრებში,მხოლოდ თუშიშვილი იყო,გამოცდილი მოჭიდავე და სომხიშვილი,რომელმაც 3 წლის წინ,ოლიმპიადაზე გამოვიდა.დანარჩენი,ყველანი პრაქტიკულად ახალბედები არიან,საერთაშორისო არენაზე.მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს და ამათ სალანძღავად,ენა როგორ უნდა მოგიტრიალდეს,ადამიანს?გოგოებზე იყო მეტი აგრესია,მაგრამ ლოლაძე,ეს 20-ოდე წლის გოგო,ზედ აკვდებოდა მეტოქეებს და ორი გამარჯვებაც მოგვიპოვა.ასკილაშვილი,იძულებით გამოდიოდა ზედა წონაში,7 კილოთი მძიმე მეტოქეებთან და დამარცხების მიუხედავად,ყველგან თავგანწირვით ომობდა.სოფო სომხიშვილიც ლიცენზიის მოსაპოვებლად იბრძოდა.ტრავმის შემდეგ ფორმაში შესვლას ვერ ასწრებდა,მაგრამ ტრავმამოუშუშებელი,იმის გამო,რომ ნაკრები დაკომპლექტებულიყო და გუნდურში ჭიდაობის უფლებაც მოგვცემოდა,ყველგან ჭიდაობდა.არ არის დასაფასებელი?წააგო,მაგრამ გუნდმა გაიმარჯვა და ლიცენზიაც მოვიპოვეთ.ახლა იმკურნალებს კიდეც და ფორმასაც აკრეფს.როგორ შეიძლება ამის არ დანახვა,არ გაგება,ეს ვერ გამიგია.ვხედავდი როგორი ერთიანი იყო ჩვენი ნაკრები,როგორ განიცდიდნენ ერთმანეთის დამარცხებას თუ გამარჯვებას,ჩვენი გოგო ბიჭები და მთავარი ეგ არის.ერთმანეთის და მეგობრობის ფასი იციან,ამიტომაც არიან ასე ძლიერები.ძაღლი ყეფს,ქარავანი კი,მიდისო,ნათქვამია.ჩვენი ნაკრებიც წინ მიდის და სამომავლოდ,სულ უფრო და უფრო უკეთესი ნაკრები გვეყოლება.რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, ლიცენზიის მოპოვება და მთელი გულით ვულოცავ!
სოსო
14:05 29-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული