მადრიდის ღია პირველობაზე ბექაური ოქროს, ახალკაცი კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
მადრიდის ღია პირველობაზე ლაშა ბექაურმა (90 კგ) ოქროს, ვლადიმერ ახალკაცმა (81 კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბექაურმა გადამწყვეტ ბრძოლამდე ათანასიოს მილონელისი (საბერძნეთი), ლუკას უილე, ტეო ერბიე (ორივე საბერძნეთი) და ალექს ბარტო (სლოვაკეთი) დაამარცხა, ხოლო ფინალში პოლ ლივოლსი (საფრანგეთი) დაჯაბნა.

ახალკაცმა ინიაკი მერჩანის (ესპანეთი), იოჰანეს რუდის (გერმანია), გევორქ მანუკიანს (უკრაინა) და ტომ ლიბერის (საფრანგეთი) სძლია, ფინალი კი არნო არეგბასთან (საფრანგეთი) დათმო.

სამწუხაროდ, მედლების გარეშე დარჩნენ ალექსანდრე გულბიანი (81 კგ) და გიორგი ბენდელიანი (100 კგ).

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბექაური უბრალოდ ვარჯიშობდა.ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა.ახალკაცს კი,უფრო მეტი შეეძლო.ძალიან იოლად წააგო,ფინალი.
სოსო
10 ივნისი 2024 18:56
0
ორივე კარგი ამბავია.
გიორგი
09 ივნისი 2024 19:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული