გიორგი სარდალაშვილი ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტთა შორის საქართველოს ნაკრების სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.

სარდალაშვილი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთო და ისრაელის სახელით მოასპარეზე იამ ვოლჩაკი დაამარცხა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ძიუდოისტი მეოთხედფინალში თურქ სალიჰ ილდიზთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც კორეელი კიმ ვონ ჯინი დაამარცხა.

ხვალ, 27 ივლისს, საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ვაჟა მარველაშვილი (66 კგ) წარსდგება.

მკითხველის კომენტარები / 22 /
გული არ დაგვწყდეს ქართველებო თუ ვერ ვიმარჯვებთ ოლიმპიურ დევიზს ხომ პირნათლად ასრულებენ ასე მაგრად მომზადებული ჩვენი ოლიმპიელები,მთავარია მონაწილეობა დანარჩენი მეორეხარისხოვანია,მერე რა ამხელა ფინანსები რომ იხარჯება ერთ მოგებაში ამ დაქცეულ ქვეყანაში რაც არაფერს იძლევა,მთავარი მონაწილეობაა
სანდრო
22:04 27-07-2024
18
ეს ჩვენი სპორტსმენები ჩვენი ქვეყნის რეიტინგებივითაა,ყველაფერში სამეულში შევდივართ და ამ დროს ყველა ჩვენ გვჯობნის,სული უბეროთ ტალახაძეს და ტატოს თორემ ეს 28კაცი ჩაითვლება ტურისტებად რომლებმაც ჩვენგან განსვავებით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ლაივში იყვნენ გახსნის ცერემონიალზე,ისე ამათი მესამედი დაფინანსებით არავინ იტყოდა უარს სენაზე კატერით გაესეირნა
გია
21:14 27-07-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული