ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამოსვლამ პოზიტიური ენერგიით აგვავსო. თითქოს ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ, ახლა კი, მცირე ამოსუნთქვის შემდეგ, ახალი სიხარულია საჭირო - ოლიმპიადა დაიწყო!

ოლიმპიური თამაშები საკუთარი ქვეყნის წინ წამოწევისა და სახელმწიფო სიმბოლოების წარმოჩენის კუთხით განსაკუთრებული მოვლენაა. გამარჯვებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც გვიზეიმია, ე.წ. გაერთიანებული გუნდითაც და 1996 წლიდან - დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

ოლიმპიური ფიცის დადება

Sportall.Ge

ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ წმინდა სპორტული პრინციპით, ოლიმპიადა ყველაზე ძლიერი ტურნირი არაა, რადგან მონაწილეები არა რეიტინგის, არამედ ქვეყნების მიხედვით ყალიბდებიან. განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ იმას აქვს,
მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი დროშა და ჰიმნი გამოარჩიო!..

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველო ყველაზე ნაკლები ლიცენზიანტით წარდგება, რაც აქამდე ჰყოლია, მაგრამ ამან მედლების კუთხით ხელი არ უნდა შეგვიშალოს. მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის შემდეგ საუკეთესო შედეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე გვაქვს - 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი (1952 წელს ჰელსინკში ქართველებმა 3 ოქრო, 4 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოვიპოვეთ). ტოკიოში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მედალი ავიღეთ - 8. დამოუკიდებელი საქართველოს შედეგი 10 ოქროს, 12 ვერცხლისა და 18 ბრინჯაოს მედალია (სულ 41 ოქრო, 35 ვერცხლი და 57 ბრინჯაო).

მედროშეები - ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე

Sportall.Ge

განრიგი

ბუნებრივია, ჩვენი მთავარი იმედი კვლავ ძიუდოისტებს უკავშირდება და 27 ივლისიდან საქმეში სწორედ ისინი ჩაერთვებიან: გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (-66), ეთერ ლიპარტელიანი (-57), ლაშა შავდათუაშვილი (-73), ეთერ ასკილაშვილი (-63), ტატო გრიგალაშვილი (-81), ლაშა ბექაური (-90), ილია სულამანიძე (-100), სოფიო სომხიშვილი (+78), გურამ თუშიშვილი (+100). ძირითადი შეხვედრები ჩვენი დროით 12 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 18:34 საათიდან. 

გიორგი სარდალაშვილი

Sportall.Ge

გიორგი სარდალაშვილი დღეს პირველ წრეში ისვენებს, მე-14 ბრძოლა დაახლოებით 13 საათზე ექნება. ფინალამდე ის იაპონელ ნაგაიამას არ ხვდება (ესპანელი გარიგოსიც ბადიც მაგ მხარსსაა), ფინალის გზაზე კი (ნახევარფინალში), შესაძლოა, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დაუპირისპირდეს (ამავე წონაშია თორნიკე ჭკადუა, რომელიც ნიდერლანდების სახელით გამოდის). 

დღის განრიგი. 27 ივლისი. პირველი არხი

Sportall.Ge

27 ივლისსვე ვნახავთ მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს, ცურვაში 15 წლის ანა ნიჟარაძესა და ლეგენდარულ მსროლელ ნინო სალუქვაძეს. მას, ისევე, როგორც ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილს (-73 კგ) ოლიმპიადაზე სამივე ხარისხის მედალი აქვს მოპოვებული.

შავდათუაშვილს ოლიმპიადაზე სამივე ხარისხის მედალი აქვს...

Sportall.Ge

სპორტის ამ სახეობებს 29 ივლისს კრივი (ლაშა გურული), 2 აგვისტოს მძლეოსნობა და ბატუტზე ხტომაც დაემატება, 6 აგვისტოდან ბოლომდე (11 აგვისტო) ჭიდაობაში ჩავერთვებით. აქ ძირითადი შეჯიბრება 13 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი - 22:00 საათიდან.

დასკვნითი აკორდი იქნება ძალოსნობა, რომელსაც 7 აგვისტოს შოთა მიშველიძე (-61 კგ. 17:00 საათიდან) დაიწყებს და 10 აგვისტოს ლაშა ტალახაძე (+102 კგ. 22:30 საათიდან) დაასრულებს. ლაშას კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო (30 წლის ასაკში მესამე) მართლაც წინასწარ გამოცხადებული ქრონიკაა, ის პროგნოზს არ ექვემდებარება!..

მიქაუტაძის მიმართ დიდი ინტერესია...

Sportall.Ge

სხვა ამბები

აგვისტოში ფეხბურთი კვლავ დიდი დოზით დაბრუნდება. ელიტარულ ლიგებში ქართველების თამაშს განსაკუთრებით ველით. ამ მხრივ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმართ ყურადღება გაზრდილია, აქ ხომ გიორგი მიქაუტაძესა ("ლიონი") და ზურიკო დავითაშვილს ("სტ.ეტიენი") ვნახავთ, ხოლო, თუ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადავა... ჯერჯერობით ისე ჩანს, "კვარას" კვლავ იტალიაში უნდა ვუქომაგოთ, ყველაზე ძვირადღირებულ მეკარე გიორგი მამარდაშვილს - "ვალენსიაში".

ქართულად "ალაპარაკებული" "ლევანტე"

Sportall.Ge

ინტერესი ყველას მიმართ გაზრდილია... გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტეს" სოციალური მედია ქართულად სრულად "ავალაპარაკეთ". ქართველები მაქსიმალურად ეცდებიან, გულშემატკივრობა არავის მოაკლონ, სექტემბრიდან კი ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს.

მანამდე და ახლა ოლიმპიური მედლების დათვლის დროა!..

altძიუდოისტების იმედი ოლიმპიადაზე - "ქართველი დარია ბილოდიდი" - ეთერ ასკილაშვილს გორისთვის კიდევ ერთი ოლიმპიური ოქრო სურს [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩვენებს ყველას წარმატებებს ვუსურვებ, მაგათ ვენაცვალე!
მაგრამ, აი ამ ფორმის შემქმნელია, მგონი, მთავარი ქართველი ტალანტი!დაგვიწერეთ მისი ვინაობა, პარიზისა საპატიო მოქალაქეობაზე მინდა წარვადგინო...
პარიზელი
11:51 31-07-2024
0
პაკისტანიიი
აბდალა
14:09 27-07-2024
2

სიახლეები პოპულარული