ეთერ ლიპარტელიანი რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს მესამე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობს.

ლიპარტელიანი ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო, ჯერ  დიდი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ლელე ნაირნეს, შემდეგ კი კი უზბეკი შუხურჯონ ამინოვას სძლია.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალში ეთერი ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟის ნახევარფინალში მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოს შეებრძოლება.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრების სახელით ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც წარდგა, თუმცა პირველ წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბასთან მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
დამშვიდდით ხალხო თქვენზე მეტად უნდა მაგ ხალხს ქვეყანა ასახელონ და გაგვახარონ. წინაა მთავარი წონები და ხალხი და მედლებიც აუცილებლად მოვა.
მიშა
13:27 29-07-2024
0
ყოჩაღ ეთო! ასე ბოლომდე ოქროს მედლამდე!
ქართველი.
13:16 29-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული