ტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ჩაერთო.

პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.

ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.

ფინალში გრიგალაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება.

altტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!!!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ღმერთმა დალოცოს და მოაგებინოს ტატოს!
გიორგი
18:40 30-07-2024
0
მხოლოდ 1 წუთი იჭიდავა თავისი ჭიდაობა ტატომ რაც ოლიმპიადა დაიწყო და როგორ დომინაციაში მოაქცია ძალიან ძლიერი კორეელი და მოიგო კიდეც! ნაგასესთან აუცილებლად იგივე, აუცილებლად, თავიდანვე! მითუმეტეს რაღაც აშკარად აწუხებს ტატოს და დამატებით დროში გამძლეობით უკეთეს ნაგასესთან კიდევ უფრო გაუჭირდება! მიდი ტატო, უნდა დაჩაგრო ნაგასე!
ალექს
18:44 30-07-2024
0

სიახლეები პოპულარული