ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.

მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.

მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ფინალში გრიგალაშვილმა ოლიმპიურ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან იპონით მარცხი
განიცადა.

საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა. ხვალ ტატამზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გავა.

altტატომ ჯიონვან ლის დაძაბულ ბრძოლაში სძლია და ფინალში გავიდა

მკითხველის კომენტარები / 57 /
თავიდანვე რაღაც იტკივებდა,მთლად ბოლომდე ვერ შეზლო თავისი შესაძლებლობების გამოვლენა,მაგრამ მადლობა მას,წარმატებები მომავალ ასპარეზობებზე!
ბაჩუკი ძოწენიძე
20:07 30-07-2024
1
ძალიან ძალიან სამწუხაროა.. მსგავსი ძიუდოისტი ოლიმპიური ოქროს გარეშე არ უნდა დარჩეს რა.. ტატოს ორი ოლიმპიადის ჭიდაობა ჯერ კიდევ შეუძლია და მჯერა არ დანებდება!
ალექს
20:03 30-07-2024
0

სიახლეები პოპულარული