პირველ წრეში ჩვენებური მოლდოველ მიხაელ ლატიშევს დაუპირისპირდა. მოლდოველმა აკრძალული ილეთი დამატებით დროში შეასრულა, რის გამოც მსაჯებმა ვიდეოგამეორების შემდეგ ტურნირიდან მოხსნეს.
მერვედფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი ვაზარით დაამარცხა.
მეოთხედფინალში გრიგალაშვილი 28 წლის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდა და დამატებით დროში ვაზარით სძლია.
ნახევარფინალში ტატომ, რომელსაც ორი გაფრთხილება ჰქონდა, სამხრეთკორეელი ჯიონვან ლი დამატებით დროში, შეხვედრის მეცხრე წუთზე ვაზარით დაამარცხა.
ფინალში გრიგალაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეებრძოლება.
ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის ნახევარფინალშია!!!