არის პირველი ოქრო - ლაშა ბექაური ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 წლის ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ზედიზედ მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ბექაურმა ფინალში იაპონელი საშირო მურიო ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წამით ადრე ვაზარით 2:1 დაამარცხა. თავიდან ვაზარით ლაშას მეტოქე დაწინაურდა, თუმცა ქართველმა ბრძოლის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება შეძლო.

ლაშამ იაპონელს მეოთხედ სძლია, საქართველოს ნაკრები კი გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზეა.

ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს კი დამატებით დროში მოუგო.

საქართველოს დელეგაციამ ოლიმპიადაზე მეორე მედალი მოიპოვა - ვერცხლის პრიზიორი გუშინ
ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა.

altბექაურმა მოსახლიშვილს მოუგო და ფინალში გავიდა

altიპონით წუთზე ოდნავ მეტში - ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია!

მკითხველის კომენტარები / 69 /
დიდზე დიდი ჩემპიონია ეს ბიჭი,ნამდვილი მენტალური მონსტრი!არავითარი "მანდრაჟი" და მეტოქის რიდი არ ვრცელდება მასზე.გავიდა,აგებდა,მაგრამ მოიგო!დიდება ლაშას და დიდება საქართველოს, პორტუგალიასთან მოგების შემდეგ,ერთ თვეში ისევ აგვატირა ამ პატარა ბიჭმა სიხარულისაგან მთელი ქვეყანა!დღეგრძელობა მას და მზეგრძელობა საქართველოს
ქომაგი
23:24 31-07-2024
0
ამ ერს სიკვდილი არ უწერია აი ამიტომ. ორი მილიონი სუფთა ქართველია დედამიწაზე და ესეთებზე დგას ძირითადად - ჟილკიანებზე. იმიტომაც გაძლო აქამდე და ძალიან ბევრი ყოველ მხრივ მისაბაძი ქართველი გვყავს ყველა სფეროში. გაიხარე საქართვეოვ მარადჟამს
საბურთალო
22:51 31-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული