გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

AutoSharing Option
ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ), ფინალში გავიდა.

ნახევარფინალში სულამანიძემ შვეიცარიელი დანიელ აიხი 11 წამში იპონით დაამარცხა. "ხომ არ დიღალე?" - მიმართა გამარჯვებულს ხუმრობით მისმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ კი ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო.

ფინალში ილია აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება, რომელმაც უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევს აჯობა.

ოლიმპიადაზე საქართველოს დელეგაციამ ორი მედალი მოიპოვა და ორივე ძიუდოისტებმა: ოქრო ლაშა ბექაურმა (90 კგ), ხოლო ვერცხლი -
ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ).

altმოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

მკითხველის კომენტარები / 17 /
ზედიზედ ორი მარცხისთვის რევანში კოძოევთან და ამისთვის საუკეთესო ადგილი ოლიმპიადის ფინალია! მიდი ილია, უფალი შენკენ!
ალექს
18:40 01-08-2024
0
გენაცვალე ქართველო
ოთარი
18:36 01-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული