ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ), ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.
ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცარიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.
ამავე წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ
მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო.
ოლიმპიადაზე
საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე ძიუდოისტებმა: აქამდე ოქროს ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლა.
ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.
გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!
მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია