14:51 02-08-2024
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]
AutoSharing Option
გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.
სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
ამ დროისთვის საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
თავშეკავება, მენტალური სიძლიერე და დისციპლინა სპორტში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალა და კუნთები!!
რა მოიგო ეხლა ეგეთი საქციელით??! ... არა და დიდი შანსია ბრინჯაო მაინც აეღო!
ბრინჯაოს მაგივრად კიდევ შერჩა ეხლა არაფრის მომცემი საქციელი.
ზოგიერთები გულს კი იფხანთ მაგრამ მე ვერ გავამართლებ ესეთ საქციელს...