14:51 02-08-2024
თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]
AutoSharing Option
გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.
სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
ამ დროისთვის საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 22 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თუშიშვილი იწონის 112 კგ-ს რინერი 140ზე მეტს. რინერს ის გარანტია აქვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს 3 შიდოს არავინ მისცემს. თუშიშვილს სხვა გზა არ ქონდა გარდა სულ შეტევებისა, თანაც ამხელა სხვაობაა წონაში. დაცვიდან რომ ეჭიდავა ნაღდად 3 შიდოს მისცემდნენ რინერს ილეთი რომც ვერ გაეკეთებინა. (გავიხსენოთ შავდათუაშვილი - ონოს ფინალი წინა ოლიმპიადაზე). ეს ყველაფერი არ მოქმედებს სპორტსმენზე ფსიქოლოგიურად? ვერ წარმართავ ორთაბრძოლას ცივსისხლიანად და წინასწარ დაგეგმილად ამ შემთხვევაში ვერანაირად. შემდგომ რაც მოხდა ეს იყო რინერის პროვოკაცია და თუშიშვილი ის უნდა გაეკეთებინა რაც გააკეთა და მადლობა ამისთვის. გუშინდელი საშინელი იმედგაცრუების შემდეგ ბევრს დაეუფლებოდა სიამაყის განცდა მარცხის და დისკვალიფიკაციის მიუხედავად.
7
1
ტედი რინერი ჩვენი ძმაკაცია და რატო, რა ეტაკა რატო მოხდა ასეთი რაღაც
1
5
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
![](/images/new_photo/rss/ipn_rss_big.jpg)
![](/images/new_photo/rss/palitra_logo.png)
უძრავი ქონება
![უძრავი ქონება](/images/new_photo/rss/116_38.jpg)
![](/images/new_photo/rss/rss_hotsale_logo.png)
სიახლეები
პოპულარული