მის პირველ კომენტარს პარიზიდან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს, რომელშიც ჩანს, ვერცხლის მიუხედავად, როგორ იმედგაცრუებულია ჩვენებური.
"შედეგს რაც შეეხება, სამწუხარო შედეგი იყო ჩემთვის, სამწუხარო წამები იყო, რაც იყო... ახლა რაც ჩემს თავსა და გულში ხდება, ძალიან რთულია იმის გადმოცემა... მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ბავშვობიდან გვერდში მედგა, ჩემს მშობლებს, მწვრთნელებს, ვისაც ჩემზე გული შესტკიოდა და მგულშემატკივრობდა. გარდა ამისა, არ დავყრი რა ფარ-ხმალს, სულ ვიბრძოლებ თქვენი გულების გასახარად“, - ამბობს ილია
შეგახსენებთ, ძიუდოისტი ილია სულამანიძე (100 კგ) ოლიმპიური თამაშების ფინალში აზერბაიჯანელ ათლეტს, ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, დამარცხდა. მთელი ბრძოლა ქართველს მიჰყავდა, ბოლო წამებამდე ვაზრით იგებდა კიდეც, თუმცა ბოლო 12 წამში მიღებული გაფრთხილებების გამო ის შეხვედრიდან მოხსნეს.