ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა Quelles Jeux-თან გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიადაზე და 2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებებზე ისაუბრა:

"ჩვენს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მის გუნდს დავუპირისპირდი. ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ ზურგიდან თავს დამესხა. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაციაა. ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც შეიძლებოდა მუხლის მძიმე ტრავმა მიმეღო. გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრა კომისიამ განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტეს.

Sportall.Ge

ეს, სავ
არაუდოდ, ანგარიშსწორება იყო, რადგან მგონია, ჩემს მიერ გაკეთებული ლამაზი იპონი არ მოეწონა. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე. ამ ინციდენტზე ბევრი მესაუბრება. პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეიძლებოდა მეც დისკვალიფიკაცია მიმეღო. ოქროს მედალზე ვფიქრობდი და მოვიგე კიდეც".
მკითხველის კომენტარები / 10 /
ვიღაცამ რინერის სიდიდე და წონა ახსენა,მძიმე წონაშიც ზღვარი უნდა იყოსო. მასე თუ მივუდგებით ტალახაზეც უნდა შეზღუდო,რომელიც ბევრად მძიმეა სხვებზე.
ჯუჯი
05:42 05-08-2024
1
ზოგჯერ ობიექტურიც უნდა ვიყოთ. მატიაშვილის შემთხვევაში მსაჯს მატე არ ჰქონდა ნათქვამი და რინერმაც გამოიყენა და ზურგიდან წააქცია. მთლად კაცური საქციელი არ არის მაგრამ წესი არ დაურღვევია.
თუშისთან გორში პირიქით მოხდა მატე ნათქვამი იყო თუშიმ ვერ გაიგონა და წააქცია.მერე განიხილეს და წაგება ჩაუთვალეს.ასე ამბობს რინერი.
ახლა არ ვიცი ყელთან კიმანოთი ეჭირა დიდხანს.ალბათ ამან გააბრაზა თუში,თორემ ჭიდაობის დროს ენა კი არა,ყვეაფერს ყოფენ.
ჯუჯი
05:39 05-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული