"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი

AutoSharing Option
რუსი ძიუდოისტი ინალ ტასოევი პარიზის ოლიმპიადაზე ტედი რინერის (+100 კგ) გამარჯვებას გამოეხმაურა.

ტასოევის თქმით, მას სჯერა, რომ თუ ტურნირზე მონაწილეობას მიიღებდა, რინერს აუცილებლად დაამარცხებდა.

"მას აუცილებლად დავამარცხებდი, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ არ ვმონაწილეობ და სათქმელად მარტივია. ჩემს შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ვიყავი. რუსებს რომ ძიუდოს ტურნირზე მონაწილეობა მიეღოთ, სრულიად განსხვავებული შედეგი დადგებოდა", - განაცხადა ტასოევმა.

შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ტასოევი სიის მიღმა დატოვა.

ცნობისთვის, რინერი ოლიმპიადის გამარჯვებული მესამედ გახდა.

altდღეს - საქართველოს ნაკრები გუნდურში, სულამანიძე დისკვალიფიცირებული თუშიშვილის ნაცვლად და

ბრძოლა მედლისთვის

altტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

altთუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 36 /
ვხედავ ბევრს ეჭვი ეპარება ტასოევის სიტყვებში. მე კი 100%-ით მჯერა, რადგან ინალმა იცის, როგორ ეჭიდაოს და დაამარცხოს რინერი. მსოფლიოზე ნაღდად მოუგო, ამიტომაც გადახედეს შედეგს და ინალიც აღიარეს ჩემპიონად. რინერი, რომ დაამარცხო უნდა იცოდე, როგორ ეჭიდაო მას. თუშომ და ჩვენმა მწვრთნელებმა დღემდე არ იციან როგორ ეჭიდაონ რინერს და გამოჩნდა კიდეც ოლიმპიადაზე. რინერი სამჯერ დამარცხდა და სამივე ნაყურები და გაანალიზებული მაქვს. სამივეჯერ რინერი დამარცხდა გოლდენ სქორში და მაშინ, როცა დაიღალა, იმიტომ რომ ცოტას ვარჯიშობს და დიხანია არ აქვს. ამიტომ უნდა ეფაფხურო და გააგრძელო ჭიდაობა დიდხანს და დაღალო, მერე კი კონტრზე დაიჭირო. თუშო, რომ ოლიმპიადაზე დასაწყისშივე ილეთზე შედიოდა, მაშითვე ვთქვი, რომ რინერის დამარცხების გეგმა არ ჰქონდათ შემუშავებული და დამარცხდებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
19:55 19-08-2024
0
აუუფ... გაარვიძეთ ჩაეძინა
ტასო
20:35 06-08-2024
2

სიახლეები პოპულარული