ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ტედი რინერმა Quelles Jeux-თან გურამ თუშიშვილთან პარიზის ოლიმპიადაზე და 2022 წელს ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებებზე ისაუბრა:

"ჩვენს შორის ჩემპიონთა ლიგაზე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" შემადგენლობაში მის გუნდს დავუპირისპირდი. ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოში ძალიან დასანანია. მატეს შემდეგ ზურგიდან თავს დამესხა. როგორც წესი, ეს ჰანსუკო მაკე, დისკვალიფიკაციაა. ისეთი ტექნიკა გამოიყენა, რომლითაც შეიძლებოდა მუხლის მძიმე ტრავმა მიმეღო. გამარჯვებულად გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ შეხვედრა კომისიამ განიხილა და მისი დისკვალიფიკაცია გადაწყვიტეს.

Sportall.Ge

ეს, სავ
არაუდოდ, ანგარიშსწორება იყო, რადგან მგონია, ჩემს მიერ გაკეთებული ლამაზი იპონი არ მოეწონა. სპორტი სიმშვიდის შენარჩუნებას გვასწავლის, განსაკუთრებით ოლიმპიადაზე. ამ ინციდენტზე ბევრი მესაუბრება. პასუხის გაცემის შემთხვევაში, შეიძლებოდა მეც დისკვალიფიკაცია მიმეღო. ოქროს მედალზე ვფიქრობდი და მოვიგე კიდეც".
მკითხველის კომენტარები / 28 /
https://www.youtube.com/watch?v=29o4EhSG6MY
ადამიანი
20:27 09-08-2024
0
სარკოზისაც მიწვდნენ))ნაცები როგორ დაავიწყდათ ეს მიკვირს კომენტარებში))))
გიუშა
14:02 05-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული