საპასუხოდ ფედერაციამ განაცხადა, რომ სპორტი არაა ბინძური თამაშის ადგილი, თუმცა არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა ამ ტერმინში, ან ვინ ეწევა ამ მიუღებელ თამაშს.
ულტიმატუმის ავტორთა ვინაობას არც აზერბაიჯანული წყაროები ასახელებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ სპორტსმენთა მოთხოვნას
სამაგიეროდ, იხტიბარს არ იტეხს იქაურ "ბერძენ-რომაელთა" ნაკრების თურქი მთავარი მწვრთნელი შაბან დონატი და აცხადებს, რომ ყურადღებას არ აქცევს რამდენიმე კაცის პროტესტს და დაგეგმილი გრაფიკით აგრძელებს მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც მისთვის სადებიუტო პირველობა იქნება ამ პოსტზე.
ბოიკოტის მიზეზი უფულობაა - სპორტსმენთა თქმით, მათ რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება. იმავე პრობლემის წინაშეა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიც, მაგრამ, თურმე, ისინი საკუთარი ხარჯით მაინც აპირებენ პარიზში წასვლას.
თურმე, ახალგაზრდა "თავისუფლებიც" ასე წასულან ახლახან ფინეთში, თანატოლთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. "ბერძენ-რომაელები" იქაც უარს აცხადებდნენ გამოსვლაზე, თუმცა საბოლოოდ წავიდნენ, მაგრამ არცთუ წარმატებით იჭიდავეს: მხოლოდ ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
უფულობის გამო მოხვდა აზერბაიჯანული მედიის ფურცლებზე თავისუფალ ჭიდაობაში იქაურთა მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რასულ ჩუნაევი (71). მან თურმე ჯერ კიდევ ივნისში ბაქოში გამართულ ისლამიადამდე მოინდომა სპორტკლუბ "ნეფთჩიდან" წასვლა, მიზეზად კი ხელფასების დაგვიანება დაასახელა. კლუბის ხელმძღვანელობამ მის ამ განცხადებას დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა, თან განაცხადა, რომ ჩუნაევი ყოველთვიურად იღებდა 2 000 მანათს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანაზღაურება იყო მათ კლუბში, ხოლო არ მისცეს მხოლოდ ბოლო სამი თვის ხელფასი, რაკი სხვაგან წასვლა დააპირა და არ სურდა ჩვენთან დარჩენაო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"