პირველივე შეხვედრა დათმო და ბრძოლას გამოეთიშა 71 კგ-ში შმაგი ბოლქვაძე, ხოლო მინდია წულუკიძემ (75), რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) 1/4-ფინალური ბარიერი ვერ გადალახეს და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსის მისაღებად, მეტოქეების შედეგზე არიან დამოკიდებულნი.
აღსანიშნავია, რომ სასტარტო შეხვედრაშივე დაიზიანა წარბი ნადარეიშვილმა, რომელმაც ჩემპიონატზე გამოსვლა თავშეხვეულმა გააგრძელა. 1/4-ფინალში ის სომეხ ოლიმპიურ ჩემპიონთან არტურ ალექსანიანთან იგებდა კიდეც, თუმცა შეხვედრის მიწურულს დაშვებული შეცდომის გამო დამარცხდა.