მსოფლიოს ჩემპიონატი: რევაზ ნადარეიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

AutoSharing Option
დღეს, 21 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი - ბრინჯაო, 98 კგ-მდე წონით კატეგორიაში რევაზ ნადარეიშვილმა მოუტანა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფალავამა უზბეკ რუსტამ ასაკალოვს სძლია - 3-1.

დღესვე კიდევ ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას 85 კგ-ში რობერტ კობლიაშვილი ეცდება, რომელსაც მეტოქედ რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე ჰყავს.

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 71, 75, 85 და 96 კგ-ებში თამაშდება.

დღესვე ხალიჩაზე ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (71) და მინდია წულუკიძეც (75)
გამოვიდნენ, მაგრამ გამოსვლა უმედლოდ დაასრულეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული