მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე: ბრინჯაოს დუბლი პარიზში

AutoSharing Option
21 აგვისტოს, პარიზში დაწყებულ ბერძნულ-რომაულად მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო და პირველივე დღეს ორი ბრინჯაო მოიპოვა. ამ წარმატების ავტორები თბილისელი რობერტ კობლიაშვილი (85) და თბილისის სახელით მოჭიდავე აბაშელი რევაზ ნადარეიშვილი (98) არიან.

კობლიაშვილს ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუსთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ჩაკვეტაძე არ გამოუცხადდა: ფალავანმა, ვინც სოციალურ ქსელებში ხშირად იწონებს თავს ვლადიმერ პუტინთან თუ რამზან კადიროვთან გადაღებული ფოტოებით, ნახევარფინალში ტრავმა მიიღო თურქთა მომავალ ჩემპიონ მეტეჰან ბასართან შეხვედრაში და მაშინვე გაცხადდა, რომ ბრინჯაოსთვის ბრძოლას ვერ შეძლებდა...

ისე მოხდა, რომ
პარიზში ორივე ჩვენი მომავალი მედალოსანი მეოთხედფინალში დამარცხდა. კობლიაშვილმა სწორედ ბასართან წააგო 1:4, მანამდე კი ჯერ ავსტრიელი ამერ ჰრისტანოვიჩი დაამარცხა - 2:1, ხოლო შემდეგ ტადეუშ მიხალიკს 4:0 აჯობა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა ბულგარელთა ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ნიკოლაი ბაირიაკოვს 2:1 მოუგო და, პრაქტიკულად, ბრინჯაოც გაინაღდა.

კობლიაშვილმა შარშან ევროპის პირველობის ფინალში იჭიდავა, ახლა კი მსოფლიო არენაზეც მოიპოვა მედალი.

* * *
როგორც მოსალოდნელი იყო, ნადარეიშვილმა საფინალო შეხვედრა სომეხთა ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ არტურ ალექსანიანთან გადაიხადა მეოთხედფინალში. ეს პაექრობა ძალიან ჰგავდა წლეულს თბილისში, კარტოზიას ტურნირზე გამართულ მათ სკანდალურ შეხვედრას - ისევ ახლოდან ჭიდაობა, ხელების დაკავება, მკერდით მიწოლა და ძიძგილაობა...

თუმცა სომეხს რევანშის წყურვილი დამატებით მოტოვაციას აძლევდა და ოდნავ აქტიური ჩანდა. მსაჯებმაც ჩვენებური პასიურობისთვის ერთი ქულით დასაჯეს: 0:1. ჩამორჩენამ ნადარეიშვილი კი გაააქტიურა, თუმცა გულხელდაკრეფილი არც ალექსანიანი იჯდა, თავსაც კარგად იცავდა და უტევდა კიდეც, რითაც პირველ პერიოდში მისთვის სასურველი ანგარიში შეინარჩუნა. მეორე პერიოდში ორივე უფრო გააქტიურდა, თუმცა ტაქტიკა ისეთივე დარჩა. მეოთხე წუთის მიწურულს, როცა ალექსანიანი ქართველის წრიდან გაყვანას ცდილობდა და მედგრად აწვებოდა, ზედ ხაზთან ნადარეიშვილმა კარგად გაუგრძელა შეტევა და თავს უკან გდების მსგავსად გადააგდო. თუმცა მთლად კლასიკური ფანდი ვერ გამოუვიდა და არბიტრმა მხოლოდ მაგიდის მსაჯთან მოთათბირების შემდეგ მისცა 2 ქულა: - 2:1.

სამწუხაროდ, მალევე ისევ დასაჯეს ერთი ქულით და ანგარიშიც გათანაბრდა, თუმცა ეს მაინც ჩვენებურს აძლევდა ხელს, რადგან 2-ქულიანი გდება ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ნადარეიშვილი პასიურობდა; პირიქით - ნამდვილად ცდილობდა ინიციატივის დაუფლებას, მაგრამ ფიზიკურად უფრო მაღალი სომეხის შეკავება ვერ შეძლო. მით უფრო, ეს შეხვედრაც და ლამის მთელი ტურნირიც თავშეხვეულმა ჩაატარა. ცოტა დაიღალა კიდეც და ალბათ, ამის ბრალია ის ეპიზოდი, როცა დასრულებამდე 1 წუთით ადრე მეტოქე იოლად შეუშვა ილეთზე, რომელმაც 4-ქულიანზე გადააგდო: 2:6.

რაკი ალექსანიანი საბოლოოდ ფინალში გავიდა და ჩემპიონიც გახდა, ნადარეიშვილსაც მიეცა სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება, თუმცა მან ძირითად ბადეშიც კარგად მოიგო ორი პაექრობა: ჩეხ არტურ ომაროვს 5:3 მოუგო, მერე კი კორეელი ჰაკბონ გუ 4:2 დაჯაბნა. დამამშვიდებელში ჩვენებურმა მძიმე ბრძოლაში დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა ირანელ სეიედმოსტაფა სეიედგანბარ სალეჰიზადეჰს - 4:4, ბრინჯაოსთვის პაექრობაში კი უზბეკ რუსტამ ასაკალოვს 3:1 აჯობა.

ამავე წონაში მეოთხედფინალამდე მივიდა სერბეთის სახელით მოჭიდავე მიხეილ ქაჯაია.

* * *
გუშინ მეოთხედფინალში გავიდა ჩვენი კიდევ ერთი მოჭიდავე - ხულოელი მინდია წულუკიძე 75 კილოგრამში, თუმცა საბოლოოდ უმედლოდ დარჩა.

მან თავიდან სამი პაექრობა მოიგო: საკვალიფიკაციოში ინდოელ გურპრეეტ სინგჰთან (5:1), შემდეგ ამერიკელ მაისონ ტილერ მანვილესთან (4:2) და ფრანგ სამი სლამასთან (10:3), თუმცა ბელორუს კაზბეგ კილოუსთან ვერაფერს გახდა: 1:9. სამწუხაროდ, კილოუ ფინალში ვერ გავიდა და ჩვენებურიც გამოვარდა.

გუშინდელი დღიდან ძალიან დასანანი იყო ოლიმპიურ პრიზიორ შმაგი ბოლქვაძის (71) ნაადრევი წაგება - პირველივე პაექრობა 2:3 დათმო ირანელ მოჰამადალი გერაესთან და მერე არც სანუგეშო წრეში გადასვლის საშუალება აღარ მიეცა.

ბ/რ ჭიდაობა. მსოფლიოს ჩემპიონატი. I დღე
71 კგ.
1. ფრენკ სტაბლერი (გერმანია); 2. დემეუ ჟადრაევი (ყაზახეთი); 3. ბალინტ კორპასი (უნგრეთი), მოჰამადალი აბდელჰამიდ გერაე (ირანი); 25. შმაგი ბოლქვაძე (საქართველო).

75 კგ.
1. ვიქტორ ნემესი (სერბეთი); 2. ალექსანდრ ჩეხირკინი (რუსეთი); 3. ტომაშ ლორინცი (უნგრეთი), საეიდ მორად აბდვალი (ირანი); 7. მინდია წულუკიძე (საქართველო).

85 კგ.
1. მეტეჰან ბასარი (თურქეთი); 2. დენის კუდლა (გერმანია); 3. რობერტ კობლიაშვილი (საქართველო), ჰოსეინ აჰმად ნოური (ირანი).

98 კგ.
1. არტურ ალექსანიანი (სომხეთი); 2. მუსა ევლოევი (რუსეთი); 3. რევაზ ნადარეიშვილი (საქართველო), ბალას კისი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ფალავანმა, ვინც სოციალურ ქსელებში ხშირად იწონებს თავს ვლადიმერ პუტინთან თუ რამზან კადიროვთან გადაღებული ფოტოებით, ნახევარფინალში ტრავმა მიიღო თურქთა მომავალ ჩემპიონ მეტეჰან ბასართან შეხვედრაში და მაშინვე გაცხადდა, რომ ბრინჯაოსთვის ბრძოლას ვერ შეძლებდა...

ეს რა შუაშია? თქვენი აზრით ჩაკვეტაძემ ოლიმპიური ოქრო პუტინთან და კადიროვთან გადაღებული სურათებით მოიგო?

არ შეიძლება სპორტის ასე გაუფასურება, მაგრამ ამით ნაცებს აწონებთ თავს ... ის კი არ იცით, რომ ნაცები და თქვენი ბელადი-სააკოღლუ რუსების მსტოვრები არიან ...
პეტრე კუპრი
14:04 22-08-2017
2
პეტრე კუპრი
ჩვეულებრივ,
როგორ უაზროდ ბჯუტურობთ ნაც-ების მოძულეები,
ან უკიდურესი ცბიერებით და ცინიზმით დემაგოგობთ.
რუსეთის მსტომ=ვრები ვინც არის-კ ა რ გ ა დ იცის სრულიად ქართველობამ მე-5-ე ,,ყველაზე მაგარ,, წელს-

შუშის კოლბაში დამალული გუბერნატორი და მისი ,,ყვარყვარეეები,,

თორე ნაც-ებმა 11-ჯერ გაზარდეს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ბიუჯეტი,რეფორმები განახორციელეს და საქართველო თანამედროვე-სახელმწიფოდ ჩამოაყალიბეს თავისი სტრატეგიული ინტერესებებით,მიზნებით და ფუქნქციეთ... და მათმა მოძულეებმა- სწორად პუტკინის მსტომრებმა -2 -ჯერ შეამცირას და მით ლარის კურსი 35 %-ტით შემცირდა,მით სრული უპერსპექტივობა,უიმედობა და ნიჰილიზმი დაამკვიდრეს...მ ი ზ ა ნ მ ი მ ა რ თ უ ლ ა თ და უკიდურესად დააკნინეს საქართველოს სახელმწიფოებრიბაც და მისი ავტორიტეტით.
glaxuna
11:23 23-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული