03:11 25-02-2018
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
AutoSharing Option
ტურნირის ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ლიდერი შმაგი ბოლქვაძე (72 კგ) გახდა, ოლიმპიურმა პრიზიორმა ფინალში უკრაინელი დმიტრო პინკოცი 7-5 დაამარცხა. ვერცხლის მედლები ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ზურაბ დათუნაშვილმა (82 კგ) მოიპოვეს.
თავისუფალი სტილით ნაკრებიდან ტურნირის ვიცე-ჩემპიონი თეიმურაზ ვანიშვილი (57 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალს ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი დაეუფლა. მან საერთაშორისო არენაზე პირველად იასპარეზა ახალ 65 კგ კატეგორიაში.
25 თებერვალს კიევის საერთაშორისო ტურნირის ბოლო დღეს, ფინალში კიდევ 3 ქართველი ფალავანი იასპარეზებს.
თავისუფალთა ნაკრებიდან უმაღლესი სინჯის მედლებისათვის ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) იბრძოლებენ. ლომთაძე აზერბაიჯანელ ახმედნაბი გვარზატილოვს, ხოლო პეტრიაშვილი უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანოვსკის შეხვდება.
ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით მარსაგიშვილი (92 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებენ.
რამაზან მალაკოევი (70 კგ), ჯაბა ყველაშვილი, იაკობ მაქარაშვილი (ორივე 79 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), გიორგი მეშვილდიშვილი (125) დამამშვიდებელ წრეში გააგძელებენ ბრძოლას მედლისათვის. აღსანიშნავია, რომ მეშვილდიშვილი რეპეჟაში ყატარის სახელით გადაბარგებულ გიორგი საკანდელიძეს დაეჭიდება.
ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან ფინალში ლევან ქავჟარაძე (67 კგ) გავიდა და ფრანფ მამადასა სილას დაეჭიდება
იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს.
დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) დამამშვიდებელ წრეში გააგძელებს მედლისათვის ბრძოლას.
დამამშვიდებელი წრის შეხვედრები 25 თებერვალს 12:00 საათიდან ხოლო ფინალური ბლოკი 16:00 საათიდან დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული